პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუბიო: სახიფათო იქნება, თუ აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს რეგულარული დიალოგი არ ექნებათ, შეუძლებელი იქნება მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის სასარგებლო შედეგის მიღწევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის რეგულარული დიალოგის არარსებობა სახიფათო იქნება და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის სასარგებლო შედეგის მიღწევას შეუძლებელს გახდის.

რუბიო: სახიფათო იქნება, თუ აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს რეგულარული დიალოგი არ ექნებათ, შეუძლებელი იქნება მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის სასარგებლო შედეგის მიღწევა
რუსთავი 2

აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ სახიფათო იქნება, თუ შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის რეგულარული დიალოგი არ იარსებებს.

რუბიომ, ტრამპის სამმხრივი შეხვედრა სი ძინპინთან და ვლადიმერ პუტინთან დადებითად შეაფასა.

მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები დიპლომატებს შორის დიალოგის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

"თუ ამ ლიდერებს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება, დიალოგის წარმოება და პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნება არ შეეძლებათ, ისეთი შედეგის მიღწევა იქნება შეუძლებელი, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის," -განაცხადა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, უმაღლეს დონეზე ურთიერთობების განვითარება დიპლომატებს აძლევს შესაძლებლობას, განაგრძონ მუშაობა საერთაშორისო პრობლემების გადასაჭრელად.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სი ძინპინი - ჩინეთმა, რუსეთმა და აშშ-მა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები