საფრანგეთში საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა იწყება - ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებული
საფრანგეთში საპროტესტო აქციების მორიგი ტალღის ფონზე 70 000 სამართალდამცავია მობილიზებული, დაკავებულთა რიცხვმა კი 2700-ს მიაღწია. 100-ზე მეტ ქალაქში მსვლელობები აიკრძალა და კომენდანტის საათი დაწესდა.

საფრანგეთში საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა იწყება. ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებული. წესრიგის დაცვაში ჩართულია სპეცდანიშნულების რაზმები, ვერტმფრენები, დრონები და ჯავშანტექნიკა. ქუჩაში პროფკავშირები, "ყვითელი ჟილეტები", სტუდენტები და უფროსკლასელები გამოდიან.
მთავარი მოთხოვნა სოციალური სამართლიანობაა. პრევენციის მიზნით, საფრანგეთის 100-ზე მეტ ქალაქში მსვლელობები აიკრძალა და კომენდანტის საათი დაწესდა.
პარიზში პოლიციის პრეფექტურამ მარშის შეთანხმებული მარშრუტი გააუქმა. პროტესტის დროს დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა, საპატიმროში 2700 ადამიანი გადაიყვანეს, პოლიციასთან შეტაკებების შედეგად კი ასობით მოქალაქე დაშავდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია შეაფასა:
"ის, რაც დღეს მოხდა, გარდამტეხი მომენტია ჩვენი რესპუბლიკისა და ერის ცხოვრებაში. ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურის შეფასებით, ეს იყო ტერორისტული და რასისტული თავდასხმა, რომლის მსხვერპლიც ექვსი ადამიანი გახდა. დღეს დილით რასისტული იდეოლოგიით მოტივირებულმა ჩვენმა თანამოქალაქემ მამაკაცი მოკლა. ეს ადამიანები სამიზნედ მხოლოდ კანის ფერის ან მათი სავარაუდო აღმსარებლობის გამო იქცნენ. სწორედ ეს მოხდა დღეს. არ უნდა შევეგუოთ რესპუბლიკაში ისეთი იდეების დამკვიდრებას, რომლებიც მსგავს ქმედებას გაამართლებს ან საამისო გარემოს შექმნის. რესპუბლიკა ერთიანი და განუყოფელია. დღეს დაძაბულობა ნამდვილად გაიზარდა. ბოლო წლებში ამას არაერთი მიზეზი ჰქონდა: ეს განწყობები გარედან შემოიტანეს ან ხელოვნურად გააღვივეს. გარდა ამისა, რესპუბლიკა შეძრა არაერთმა მოვლენამ, მათ შორის სხვა თავდასხმებმაც, რამაც გარკვეული რელიგიების სტიგმატიზაცია გამოიწვია. ვფიქრობ, დღეს მთავარია, ყველაფერი ერთმანეთში არ ავურიოთ და, უპირველეს ყოვლისა, მხარეთა დაპირისპირების ხაფანგში არ აღმოვჩნდეთ. არასდროს არის გვიან, თუმცა მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ რესპუბლიკა ერთიანობასა და ჰარმონიას ეფუძნება,"- აცხადებს ემანუელ მაკრონი.
ციტატები სტატიიდან
„ის, რაც დღეს მოხდა, გარდამტეხი მომენტია ჩვენი რესპუბლიკისა და ერის ცხოვრებაში. ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურის შეფასებით, ეს იყო ტერორისტული და რასისტული თავდასხმა, რომლის მსხვერპლიც ექვსი ადამიანი გახდა. დღეს დილით რასისტული იდეოლოგიით მოტივირებულმა ჩვენმა თანამოქალაქემ მამაკაცი მოკლა. ეს ადამიანები სამიზნედ მხოლოდ კანის ფერის ან მათი სავარაუდო აღმსარებლობის გამო იქცნენ. სწორედ ეს მოხდა დღეს. არ უნდა შევეგუოთ რესპუბლიკაში ისეთი იდეების დამკვიდრებას, რომლებიც მსგავს ქმედებას გაამართლებს ან საამისო გარემოს შექმნის. რესპუბლიკა ერთიანი და განუყოფელია. დღეს დაძაბულობა ნამდვილად გაიზარდა. ბოლო წლებში ამას არაერთი მიზეზი ჰქონდა: ეს განწყობები გარედან შემოიტანეს ან ხელოვნურად გააღვივეს. გარდა ამისა, რესპუბლიკა შეძრა არაერთმა მოვლენამ, მათ შორის სხვა თავდასხმებმაც, რამაც გარკვეული რელიგიების სტიგმატიზაცია გამოიწვია. ვფიქრობ, დღეს მთავარია, ყველაფერი ერთმანეთში არ ავურიოთ და, უპირველეს ყოვლისა, მხარეთა დაპირისპირების ხაფანგში არ აღმოვჩნდეთ. არასდროს არის გვიან, თუმცა მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ რესპუბლიკა ერთიანობასა და ჰარმონიას ეფუძნება,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…