პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ასობით ათასი დემონსტრანტი, შეტაკებები სამართალდამცველებთან, დარბეული ინფრასტრუქტურა, ასობით დაკავებული - "კურიერი" საფრანგეთის ქუჩებიდან

საფრანგეთში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მასშტაბური შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც 1000-მდე პირი დააკავეს. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ცეცხლის ალში გახვეული საფრანგეთი - ასობით ათასი ადამიანი ქუჩებში, შეტაკებები და 1000-მდე დაკავებული. დაძაბული ვითარება იყო პარიზში, ლიონში, მარსელსა და სხვა ქალაქებში. ქუჩაში გამოვიდა 70 000 პოლიციელი. საფრანგეთის დედაქალაქსა და ლიონში, აქციის იმ მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ადგილობრივი პრეფექტურის მიერ პროტესტისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

მარსელში, აქციის მონაწილეებმა ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს, ბორდოში კი ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინიდან დამცავი ფიცრები ჩამოგლიჯეს. ოფიციალური პირების განცხადებით, გუშინდელ აქციებს მოგვიანებით შეტაკებებიც მოჰყვა. რამდენიმე ქალაქში შეზღუდვებია დაწესებული.

მოვლენების ეპიცენტრში თითქმის ერთი კვირაა მუშაობს "კურიერის" გადამღები ჯგუფი. "კურიერის" კამერამ არა ერთი კადრი აღბეჭდა, რომელიც ერთის მხრივ ასახავს პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობას და დაკავების პროცესს, მეორეს მხრივ, აჩვენებს როგორ ანგრევდნენ აქციის მონაწილეები ირგვლივ ყველაფერს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. UNIAN · Telegramნეიტრალურისაფრანგეთში მასობრივ საპროტესტო აქციებზე დღეს 800 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, 135 დაკავებულია
  2. იმედინიუსისამთავრობოCNN: დღეს საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების დროს თითქმის, 1000 ადამიანი დააკავეს
  3. იმედინიუსისამთავრობოსაფრანგეთში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 1300-მდე გაიზარდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"პარიზში იმყოფებოდა არეულობის დაახლოებით 500-მდე მონაწილე, რომლებიც იყვნენ განწყობილი შიდა უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმისა და ობიექტების გაძარცვისთვის" - ლორან ნუნიესიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები