პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთ ქალაქს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიანიჭა

საფრანგეთში განათლების რეფორმის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტის მასობრივ არეულობაში გადაზრდის გამო 2 397 პირი დააკავეს, პრემიერმა კი ქალაქებს კომენდანტის საათის დაწესების უფლება მისცა. ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთ ქალაქს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიანიჭა
რუსთავი 2

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთ ქალაქს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიანიჭა. განათლების რეფორმის მოთხოვნით დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა - ქვეყნის ათობით ქალაქის ქუჩებში სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

პარიზში, ლიონში, მარსელში, ბორდოსა და ლიმოჟში ვანდალიზმის, მაროდიორობის და ცეცხლის წაკიდების შემთხვევები ფიქსირდება. ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 2 397 პირი. დაკავებულებს ბრალად ედებათ სახელმწიფო და კერძო ქონების განზრახ განადგურება, სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმა, ჯგუფური ძარცვა, ცეცხლის წაკიდება და სამართალდამცველებზე შეიარაღებული თავდასხმა.

"როიტერი" ელისეის სასახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ პროტესტის ფონზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა, ემანუელ მაკრონმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაფრანგეთის ათობით ქალაქის ქუჩებში სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკებებია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს - ქუჩაში მომხდარი შეტაკებებისა და ძალადობის ფაქტებზე 2 513 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები