იტალიაში 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს
იტალიაში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს, რომელმაც კერძო და საჯარო სექტორი, განათლება, ჯანდაცვა და ტრანსპორტი მოიცვა. მომიტინგეები მთავრობის პოლიტიკასა და ფასების ზრდას აპროტესტებენ.

იტალიაში 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს, რომელიც კერძო და საჯარო სექტორსაც მოიცავს.
ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციები მთელი იტალიის მასშტაბით, 100 სხვადასხვა ადგილას არის დაგეგმილი, დიდ ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებიც გაიმართება. კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულების გარდა, აქციაში სტუდენტებიც მონაწილეობენ.
მედიის ინფორმაციით, გაფიცვით გამოწვეული შეფერხება შეეხება განათლებას, ჯანდაცვას, ადგილობრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე პორტებსა და ტაქსების მომსახურებას.
საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტი გაფიცვაში არ მონაწილეობს. ამასთან, ავტობუსები, ტრამვაი და მეტრო, ადგილობრივ დონეზე განსაზღვრული "გარანტირებული მომსახურების საათების" შესაბამისად იმოძრავებს.
აქციის მონაწილეები მთავრობის სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას, ცხოვრების ფასების ზრდას და ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და საბინაო მომსახურების მიწოდების სფეროში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…