ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატი, რომელიც მოქალაქის 21 000 ლარს უკანონოდ დაეუფლა, პატიმრობაში გაუშვეს

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ადვოკატს, რომელმაც მოქალაქეებს თითქოსდა სარჩელის შეტანისა და ბაჟის გადახდისთვის 21 000 ლარი გამოართვა და ყალბი სასამართლო გადაწყვეტილებები გაუგზავნა.

ადვოკატი, რომელიც მოქალაქის 21 000 ლარს უკანონოდ დაეუფლა, პატიმრობაში გაუშვეს
ადვოკატი, რომელიც მოქალაქის 21 000 ლარს უკანონოდ დაეუფლა, პატიმრობაში გაუშვესTV პირველი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე დაკავებულ ადვოკატს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თავისი როგორც ადვოკატის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულებს სამოქალაქო დავის წარმოებაში დახმარებასა და შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების გაწევას დაპირდა. წარსულში სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, თითქოსდა სასამართლოში სარჩელების შეტანის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და მათთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მისაღებად, მოქალაქეებს 21 000 ლარი გამოართვა. თუმცა, მოატყუა დაზარალებულები სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოების შესახებ. მას, არც სარჩელით მიუმართავს სასამართლოსთვის და დაარწმუნა დაზარალებულები, რომ განხილვა მათ სასარგებლოდ დასრულდა, რის დასადასტურებლადაც გადაუგზავნა სასამართლოს ყალბი გადაწყვეტილებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თავისი როგორც ადვოკატის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულებს სამოქალაქო დავის წარმოებაში დახმარებასა და შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების გაწევას დაპირდა. წარსულში სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, თითქოსდა სასამართლოში სარჩელების შეტანის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და მათთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მისაღებად, მოქალაქეებს 21 000 ლარი გამოართვა. თუმცა, მოატყუა დაზარალებულები სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოების შესახებ. მას, არც სარჩელით მიუმართავს სასამართლოსთვის და დაარწმუნა დაზარალებულები, რომ განხილვა მათ სასარგებლოდ დასრულდა, რის დასადასტურებლადაც გადაუგზავნა სასამართლოს ყალბი გადაწყვეტილებები“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები