პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ადვოკატს მოქალაქეებისგან 21 000 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და სასამართლოს ყალბი გადაწყვეტილებების დამზადება-გამოყენების ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ცნობით, წარსულში ნასამართლევი პირი დაზარალებულებს მოატყუა, რომ სამოქალაქო დავა მათი სასარგებლოდ დასრულდა.

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თავისი როგორც ადვოკატის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულებს სამოქალაქო დავის წარმოებაში დახმარებასა და შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების გაწევას დაპირდა. წარსულში სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, თითქოსდა სასამართლოში სარჩელების შეტანის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და მათთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მისაღებად, მოქალაქეებს 21 000 ლარი გამოართვა. თუმცა, მოატყუა დაზარალებულები სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოების შესახებ. მას, არც სარჩელით მიუმართავს სასამართლოსთვის და დაარწმუნა დაზარალებულები, რომ განხილვა მათ სასარგებლოდ დასრულდა, რის დასადასტურებლადაც გადაუგზავნა სასამართლოს ყალბი გადაწყვეტილებები.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,"- აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულამოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს - დაკავებულია 1 პირი
- რუსთავი 2პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- იმედინიუსიპოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- ნეტგაზეთიმოტყუებით დაეუფლა 21 000 ლარს – თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
- ალიადააკავეს ადვოკატი, რომელმაც მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა და 21 000 ლარს მოტყუებით დაეუფლა
- იმედინიუსიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- TV პირველიადვოკატი, რომელიც მოქალაქის 21 000 ლარს უკანონოდ დაეუფლა, პატიმრობაში გაუშვეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…