მოტყუებით დაეუფლა 21 000 ლარს – თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შსს-ს ცნობით, თბილისში თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა და ორ მოქალაქეს მოტყუებით 21 000 ლარს დაეუფლა. დაკავებულს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. უწყების განცხადებით ირკვევა, რომ ის საავდოკატო საქმიანობას ეწეოდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ორმა მოქალაქემ სამოქალაქო დავის წარმოებისა და შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების მიღების მიზნით მიმართა. ბრალდებულმა მათ სასამართლოში სარჩელის შეტანის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევის დაპირებით, დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა.
მიუხედავად თანხის მიღებისა, ბრალდებულს, როგორც მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს, სასამართლოსთვის სარჩელით არ მიუმართავს“, – წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ დაკავებულმა მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, თითქოს მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოში დავა მიმდინარეობდა, რომელიც მათ სასარგებლოდ დასრულდა.
„აღნიშნულის დასადასტურებლად კი ყალბი დოკუმენტაცია გადაუგზავნა“, – ამბობს უწყება.
გამოძიების თანახმად, ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულამოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს - დაკავებულია 1 პირი
- რუსთავი 2პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- იმედინიუსიპოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ციტატები სტატიიდან
„აღნიშნულის დასადასტურებლად კი ყალბი დოკუმენტაცია გადაუგზავნა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…