ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატს ბრალდება წარუდგინა, რომელმაც, გამოძიების თანახმად, შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის თითქოსდა გადასაცემად და საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირებით დაცვის ქვეშ მყოფის დას 10 000 ლარი გამოართვა.

პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინაიმედინიუსი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ადვოკატს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის ინტერესებს იცავდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დას შეხვდა და დაჰპირდა, რომ მიუხედავად განსაკუთრებით მძიმე სასჯელისა, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება 3-4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე გაფორმდებოდა, რისთვისაც, თითქოსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად, მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი.

მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებული არწმუნებდა დაზარალებულს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას ვერ გააფორმებდა და საკითხს არც კი განიხილავდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოთაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს - შსს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს - თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს - მან მსჯავრდებულის დას 10 000 ლარი მოსთხოვა და დაჰპირდა, თითქოს შსს-ის თანამშრომლები ფულის სანაცვლოდ მისი ძმისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს მოაგვარებდნენ
  3. ბათუმელებიოპოზიციურითაღლითობის ბრალდებით დააკავეს ადვოკატი, რომელიც პატიმრის დას 110 000 ლარს სთხოვდა – შსს
  4. რუსთავი 2სამთავრობოთანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ადვოკატს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადვოკატის თაღლითობა კრიმინალური პოლიციისა და პროკურატურის სახელით - კახა ჩუბინიძემ მსჯავრდებულის დას ჯერ 10 000 ლარი გამოსძალა, შემდეგ კი, დამატებით, 100 000 მოსთხოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები