ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?

ხალხის ძალასაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

ეკა სეფაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას მცდელობა, საკონსტიტუციო სასამართლოში თავი „პროდასავლურ პარტიად“ წარმოაჩინოს, უსაფუძვლოა და ევროპა ღრმა ღირებულებით კრიზისშია.

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?
ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?იმედინიუსი

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“ ლიდერის ნიკა გვარამიას პოზიციონირებაზე. ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ გვარამიას პრეტენზია, რომ საქართველოში თითქოს დევნა მიდის პროდასავლური ძალების, საფუძველსაა მოკლებული.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროდასავლურობა არ ნიშნავს ევროპაში სიარულს. მისი თქმით, ევროპა, რომელიც, პირველ რიგში, ღირებულებითი ერთობაა, ბრიუსელის ბიუროკრატიის დამსახურებით, შორსაა ამ ღირებულებებისგან.

„საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებისას თვალში საცემი იყო, რომ გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ, თავი დაებრენდათ „პროდასავლურ პარტიებად“. მათ უნდათ, ეს პროცესი წარმოაჩინონ ისე, თითქოს ის პროდასავლური პარტიების წინააღმდეგაა მიმართული. ჯერ ერთი, საიდან მოიტანა, რომ პროდასავლური პარტიები არიან?! პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს? პროდასავლური კურსი „ქართულ ოცნებასაც“ აქვს და „ხალხის ძალასაც“. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ დასავლეთი არ გვინდა, ჩვენ ვამბობთ, რომ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპა გვინდა და არა ის მარაზმი, რაშიც ახლა ევროპაა.

ევროპა ღრმა ღირებულებით კრიზისშია და კარგი იქნება, თუ იმ მოვლენებს, რომლებიც ახლა იქ ხდება, დაუფიქრდებიან, გააანალიზებენ და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ. რადგან ეს პროცესები გლობალური ძალების მიერ მართულმა ბრიუსელმა მოახვია თავს ევროპის ქვეყნებს. პოლიტიკა, რომელსაც ევრობიუროკრატია აწარმოებს, ევროპელი ხალხის ინტერესებში არ შედის. სწორედ ბრიუსელმა მოახვია ევროპის ქვეყნებს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რამაც მათი განვითარების პროცესი უკან დახია და შედეგად მიიღეს რეცესია. დღეს ევროპაში მშვიდობიანი მომიტინგეები ამბობენ, რომ ცხოვრება გაძვირდა, სწავლის შესაძლებლობა არ ეძლევათ და ა.შ. - საუბრობენ სოციალურ პრობლემებზე. ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო მეტად გართულდება და ამის გამოსწორება მარტივი არ იქნება,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებისას თვალში საცემი იყო, რომ გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ, თავი დაებრენდათ „პროდასავლურ პარტიებად“. მათ უნდათ, ეს პროცესი წარმოაჩინონ ისე, თითქოს ის პროდასავლური პარტიების წინააღმდეგაა მიმართული. ჯერ ერთი, საიდან მოიტანა, რომ პროდასავლური პარტიები არიან?! პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს? პროდასავლური კურსი „ქართულ ოცნებასაც“ აქვს და „ხალხის ძალასაც“. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ დასავლეთი არ გვინდა, ჩვენ ვამბობთ, რომ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპა გვინდა და არა ის მარაზმი, რაშიც ახლა ევროპაა. ევროპა ღრმა ღირებულებით კრიზისშია და კარგი იქნება, თუ იმ მოვლენებს, რომლებიც ახლა იქ ხდება, დაუფიქრდებიან, გააანალიზებენ და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ. რადგან ეს პროცესები გლობალური ძალების მიერ მართულმა ბრიუსელმა მოახვია თავს ევროპის ქვეყნებს. პოლიტიკა, რომელსაც ევრობიუროკრატია აწარმოებს, ევროპელი ხალხის ინტერესებში არ შედის. სწორედ ბრიუსელმა მოახვია ევროპის ქვეყნებს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რამაც მათი განვითარების პროცესი უკან დახია და შედეგად მიიღეს რეცესია. დღეს ევროპაში მშვიდობიანი მომიტინგეები ამბობენ, რომ ცხოვრება გაძვირდა, სწავლის შესაძლებლობა არ ეძლევათ და ა.შ. - საუბრობენ სოციალურ პრობლემებზე. ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო მეტად გართულდება და ამის გამოსწორება მარტივი არ იქნება,“
ეკა სეფაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკა სეფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქციაზე: ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლოს სისტემაში. მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში შემოღწევა და ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე ანგარიშები და რეიტინგები მოწმობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები