ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა სეფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქციაზე: ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლოს სისტემაში. მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში შემოღწევა და ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე ანგარიშები და რეიტინგები მოწმობს

ხალხის ძალასაკონსტიტუციო სასამართლო

ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დასავლეთის კრიტიკას ქართულ მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევა უწოდა და განაცხადა, რომ მათ სასამართლო სისტემაში შემოღწევა ვერ შეძლეს.

ეკა სეფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქციაზე: ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლოს სისტემაში. მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში შემოღწევა და ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე ანგარიშები და რეიტინგები მოწმობს
ეკა სეფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქციაზე: ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლოს სისტემაში. მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში შემოღწევა და ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე ანგარიშები და რეიტინგები მოწმობსიმედინიუსი

ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლოს სისტემაში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების კრიტიკაზე.

მისი თქმით, მოწოდება, რომ შეწყდეს საკონსტიტუციო განხილვა, არის ღია და უხეში ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში.

„ეს არის სწორედ იმის გამოვლინება, რაც მათ უნდოდათ გაეკეთებინათ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვით. გახსოვთ, რომ ჩვენ თავს გვახვევდნენ ვეტინგის სისტემას. ვეტინგის სისტემა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მოსამართლეები უნდა შეირჩნენ უცხოელი „ენჯეოების“ ან პოლიტიკოსების მიერ. ამას ცდილობდნენ იმიტომ, რომ შემდგომში სასამართლო სისტემას მიეღო ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მათ ესიამოვნებოდათ. ჩვენ ვნახეთ მსგავსი პრეცედენტი, მაგალითად, რუმინეთში, როდესაც არჩევნების შედეგები, რომელიც არ მოეწონათ, უბრალოდ, გააუქმა სასამართლომ, რომელიც უცხოური ძალების დაკვეთას ასრულებდა.

ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა იმიტომ, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში შემოღწევა და ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე ანგარიშები და რეიტინგები მოწმობს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების დაცვით და სრულიად დასაბუთებული სარჩელის საფუძველზე.

ეკა სეფაშვილის განცხადებით, პოლიტიკური განცხადებები დასავლეთიდან სულ ისმის იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელთაც საქართველო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დგამს, ვინაიდან ეს გარე ძალების დღის წესრიგში არ ჯდება.

მან მაგალითისთვის „გამჭვირვალობის კანონი“ მოიყვანა, რომლის გამოც საქართველოს აკრიტიკებდნენ და საბოლოოდ ქვეყნების უმეტესობამ ანალოგიური კანონი დაამტკიცა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არის სწორედ იმის გამოვლინება, რაც მათ უნდოდათ გაეკეთებინათ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვით. გახსოვთ, რომ ჩვენ თავს გვახვევდნენ ვეტინგის სისტემას. ვეტინგის სისტემა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მოსამართლეები უნდა შეირჩნენ უცხოელი „ენჯეოების“ ან პოლიტიკოსების მიერ. ამას ცდილობდნენ იმიტომ, რომ შემდგომში სასამართლო სისტემას მიეღო ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მათ ესიამოვნებოდათ. ჩვენ ვნახეთ მსგავსი პრეცედენტი, მაგალითად, რუმინეთში, როდესაც არჩევნების შედეგები, რომელიც არ მოეწონათ, უბრალოდ, გააუქმა სასამართლომ, რომელიც უცხოური ძალების დაკვეთას ასრულებდა. ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა იმიტომ, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში შემოღწევა და ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე ანგარიშები და რეიტინგები მოწმობს“
ეკა სეფაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკა სეფაშვილი: „პირდაპირი ეთერის საშუალებით ჩვენ თვალს ვადევნებთ პროცესს, რომელმაც, ფაქტობრივად, უნდა გააჯანსაღოს საქართველოს პოლიტიკური ველი და უკეთესი მომავლისთვის საფუძველი ჩაუყაროს იმ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებით, რის გამოც ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, სარჩელი შევიტანეთ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები