საქართველოს ფინანსთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის ელჩ ბარბარა ფოსს შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული გამოწვევების ფონზე მაკროეკონომიკური ვითარება და საინვესტიციო პროექტების მიმართულებით საქართველოს გეგმები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან.
სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და სხვადასხვა სექტორში მიმდინარე თანამშრომლობის პროექტები განიხილეს.
"საუბარი შეეხო რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ ვითარებას, საშუალოვადიან პროგნოზებს, დაკავშირებადობისა და სხვა საინვესტიციო პროექტების მიმართულებით საქართველოს გეგმებს.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ანა-მარია შნაიდერი", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„საუბარი შეეხო რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ ვითარებას, საშუალოვადიან პროგნოზებს, დაკავშირებადობისა და სხვა საინვესტიციო პროექტების მიმართულებით საქართველოს გეგმებს. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ანა-მარია შნაიდერი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…