საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კორტნი ოსტრიანს შეხვდა, სადაც მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება განიხილეს.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა ამერიკელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.
საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერით საერთაშორისო პროგრამებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და კადრების გადამზადების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა. შეხვედრას დაესწრო საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის ოფიცერი ამირ ალავი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…