პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინანსთა მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კორტნი ოსტრიანს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური ვითარება, საშუალოვადიანი პროგნოზები და თანამშრომლობის გაგრძელება განიხილეს.

ფინანსთა მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
BM.GE

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს; ფინანსთა მინისტრმა სტუმარს ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები გააცნო.

საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერით საერთაშორისო პროგრამებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და კადრების გადამზადების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა ამერიკელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

შეხვედრას საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის ოფიცერი ამირ ალავიც ესწრებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობოლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ფინანსთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები