ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა ხუციშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პროექტები, ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება და საინვესტიციო გეგმები განიხილეს.

ლაშა ხუციშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდაპირველი არხი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და სხვადასხვა სექტორში მიმდინარე თანამშრომლობის პროექტები.

ამასთან, უწყების ცნობით, საუბარი შეეხო, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ ვითარებას, საშუალოვადიან პროგნოზებს, დაკავშირებადობისა და სხვა საინვესტიციო პროექტების მიმართულებით საქართველოს გეგმებს.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ანა-მარია შნაიდერი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები