ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ზურაბაშვილმა გერმანიის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის ახლადდანიშნულ ელჩთან, ბარბარა ფოსთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

გიორგი ზურაბაშვილმა გერმანიის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
გიორგი ზურაბაშვილმა გერმანიის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართარუსთავი 2

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ბარბარა ფოსთან.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხების და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

გაიცვალა მოსაზრებები რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებზე.

გიორგი ზურაბაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ფინანსთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები