ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საფინანსო, სავაჭრო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, ასევე ეკონომიკური ზრდისა და ფისკალური რეფორმების მიმართულებები განიხილეს.

ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდაპირველი არხი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საფინანსო, ვაჭრობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

ხაზი გაესვა საქართველოს ფისკალური რეფორმების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და ფისკალური დისციპლინის როლს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. ასევე, საუბარი შეეხო დაკავშირებადობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების როლს.

ლაშა ხუციშვილმა კოლეგას გააცნო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციები და მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

დასასრულს, მინისტრებმა თანამშრომლობის გაგრძელების და შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.