საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 26 ოქტომბერს 14:00 საათზე განაახლებს
საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე 26 ოქტომბერს განაახლებს. სასამართლოს პლენუმმა ოპოზიციის შუამდგომლობები პროცესის გადადებასა და ვენეციის კომისიის ჩართვაზე არ დააკმაყოფილა.

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ორშაბათს, 26 ოქტომბერს 14:00 საათზე განახლდება. სასამართლო სხდომის ჩატარების დროზე მხარეები დღეს შეთანხმდნენ.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ სარჩელის განხილვა გაგრძელდება მომდევნო კვირის განმავლობაშიც. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, საქმის განხილვა ამ პერიოდში თუ ვერ დასრულდება, შესაძლოა, სასამართლო სხდომები მომდევნო კვირებშიც გაიმართოს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამდღიანი განხილვის დროს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. მათ შორის ითხოვდნენ, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად სტრასბურგში გაეგზავნათ, ასევე პროცესში ჩართულიყვნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები. ოპოზიციამ სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებაც მოითხოვა, თუმცა სასამართლოს პლენუმმა არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველისაკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება
- ფორმულასაკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვას მომდევნო კვირასაც გააგრძელებს
- TV პირველი11 უარი ოპოზიციას - ამ დრომდე, არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის
- ბათუმელებისაკონსტიტუციო მომავალ კვირასაც გააგრძელებს ოპოზიციის აკრძალვაზე სარჩელის განხილვას
- ბათუმელებიოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე
- იმედინიუსისაკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას განაგრძობს - მორიგი სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული
- რუსთავი 2საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთში განახლდება
- TV პირველიპლენუმმა სხდომების გადადებაზე გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
- TV პირველირევაზ ნადარაია: სასამართლო სხდომა ორშაბათს განახლდება... არ ვიცი, ის კვირა მოვრჩებით თუ არა
- რუსთავი 2საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 26 ოქტომბერს განაახლებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…