პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო მომავალ კვირასაც გააგრძელებს ოპოზიციის აკრძალვაზე სარჩელის განხილვას

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებათბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვისნაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას მომდევნო კვირაშიც გააგრძელებს. თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სხდომები ყოველდღიურად ჩანიშნა, ხოლო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა, მათ შორის აცილების მოთხოვნა, არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო მომავალ კვირასაც გააგრძელებს ოპოზიციის აკრძალვაზე სარჩელის განხილვას
ბათუმელები

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მსჯელობას საკონსტიტუციო სასამართლო შემდეგ კვირაშიც გააგრძელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, დღეს, 22 ოქტომბრის, სამუშაო დღის ბოლოს მხარეებს განუცხადა, რომ სხდომებს ნიშნავს 26-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ დღე, 12:00 საათზე.

ძალაში რჩება ხვალ, 23 ოქტომბერს დანიშნული სხდომაც.

„ისე წარიმართა სხდომები, რომ საკმაოდ გაგრძელდა. მომდევნო კვირასაც ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას. მომდევნო კვირას, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 12 საათზე იქნება ეს სხდომები დანიშნული“, – განაცხადა ნადარაიამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს და სასამართლოს სთხოვეს, გაეთვალისწინებინა მათი გრაფიკიც. ადვოკატების ნაწილმა თქვა, რომ მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა სხდომები აქვთ ჩანიშნული, ნაწილმა კი მოუცლელობის სხვა მიზეზი დაასახელა, თუმცა, ნადარაიამ მათ უთხრა, რომ სხდომები უკვე ჩანიშნა და თუ ვინმე არ დაესწრება, ეს მათი გადასაწყვეტია.

ერთ-ერთმა მონაწილემ ოპოზიციის მხრიდან, შენიშნა, რომ მომდევნო კვირა პარლამენტისთვის სასესიო კვირაა და „მოსარჩელეებსაც არ ეცლებათ“.

შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ საქმეში წარმოადგენენ დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გიორგი კახიანი და თორნიკე ჭეიშვილი.

დისკუსიის დასასრულს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სასამართლოს სთხოვეს, ხვალინდელი სხდომის შემდეგ განხილვა სამშაბათს გაეგრძელებინათ, რაზეც რევაზ ნადარაიამ ასე უპასუხა:

„კაი, ხვალ თუ ძალიან დაღლილები იქნებით, მერე ვიფიქროთ სამშაბათზე“.

ამის შემდეგ, მოსამართლეებმა დარბაზი დატოვეს.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ დაიწყო. ორი სამუშაო დღე მხოლოდ მოპასუხეთა შუამდგომლობებს დაეთმო, რომელთაგან არცერთი არ დაკმაყოფილდა.

სავარაუდოა, რომ ხვალინდელი დღეც ოპოზიციონერთა შუამდგომლობებით დაიწყება, რადგან პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ დღესაც არ მიეცა ყველა შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა. მათ 4-დან მხოლოდ 1 შუამდგომლობა დააყენეს – ისინი ითხოვდნენ მოსარჩელე მხარეს, ანუ „ქართულ ოცნებას“, სარჩელში ცალ-ცალკე მიეთითებინა, რომელ ოპოზიციურ პარტიას კონკრეტულად რას ედავებოდნენ.

„ბატონო მოსამართლეები, თუ თქვენ გაიგეთ, ჩვენ რას გვედავებიან, ძალიან გთხოვთ განმიმარტეთ, კონსტიტუციის რომელ ნაწილს მედავებიან მე. იმიტომ, რომ მე ვერ გავიგე“ – მიმართა მოსამართლეებს ბერდია სიჭინავამ.

იქამდე, ცოტა ხნით ადრე იგივე შუამდგომლობა დააყენა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა.

ჯამში, ორი დღის განმავლობაში, მოსამართლეებმა ოპოზიციის წარმომადგენელთა არც ეს და არცერთი სხვა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. მათ შორის, არ დააკმაყოფილეს მოსამართლეთა ამ შემადგენლობის აცილების შუამდგომლობა, რომელიც განხილვის დაწყების პირველ დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააყენეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 6
  1. TV პირველიოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება
  2. ფორმულაოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვას მომდევნო კვირასაც გააგრძელებს
  3. TV პირველიოპოზიციური11 უარი ოპოზიციას - ამ დრომდე, არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის
  4. ბათუმელებიოპოზიციურიოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე
  5. იმედინიუსისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას განაგრძობს - მორიგი სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული
  6. რუსთავი 2სამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთში განახლდება
  7. TV პირველიოპოზიციურიპლენუმმა სხდომების გადადებაზე გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  8. პირველი არხისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 26 ოქტომბერს 14:00 საათზე განაახლებს
  9. TV პირველიოპოზიციურირევაზ ნადარაია: სასამართლო სხდომა ორშაბათს განახლდება... არ ვიცი, ის კვირა მოვრჩებით თუ არა
  10. რუსთავი 2სამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 26 ოქტომბერს განაახლებს
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა დღეს განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები