მსჯავრდებულებსა და ეროვნული ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა
№17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებსა და საქართველოს ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ დასრულდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის ნიკა აბრამიშვილის განცხადებით, მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული აქტივობის ხელშეწყობა იყო, რის ფარგლებშიც დაწესებულებას სპორტული ინვენტარი გადაეცა.

მსჯავრდებულებსა და ეროვნული ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული აქტივობის ხელშეწყობის მიზნით №17 პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს. სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის მიზნით, პენიტენციური დაწესებულებები აღჭურვილია თანამედროვე სპორტული ინვენტარით და მუდმივად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება.
"მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში სტუმრად გვყავდა შვიდი-შვიდზე ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლები და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები. მათსა და მსჯავრდებულებს შორის გაიმართა ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ამხანაგური ანგარიშით ფრედ დასრულდა. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნიკა აბრამიშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…