პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სპორტული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით ღონისძიებები გრძელდება
№11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებსა და №35 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელსაც ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძეც დაესწრო.

პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სპორტული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად, №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას №35 საჯარო სკოლასთან არსებული საფეხბურთო გუნდის წევრები მწვრთნელებთან ერთად ესტუმრნენ.
სტუმრებსა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე დაესწრო.
სპორტის მართვის სტრატეგიის შესაბამისად დანერგილი აქტივობების ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა სპორტულ სახეობაში ტურნირები მუდმივად ტარდება; იზრდება მსჯავრდებულთა ჩართულობაც, რაც მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.