საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე ირჟი ბარტაკს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, საპარლამენტო დიპლომატია, ეკონომიკური თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, ირჟი ბარტაკს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობები, საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ურთიერთობების განვითარების შემდგომი ნაბიჯები.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ და მეგობრულ კავშირებზე. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის, ტურიზმის, ეკონომიკის, განათლების, ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით თანამშრომლობა. აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობის საჭიროება.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ირჟი ბარტაკს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან მიმართებით კონსტრუქციული პოლიტიკისთვის. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო დიპლომატიის როლს, პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნებასა და საერთო ინტერესების საკითხებზე დიალოგის გაგრძელებას.
ირჟი ბარტაკმა დიალოგისა და ურთიერთობის გაღრმავების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსისაქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის მთავრობის ევროპულ საქმეთა სექციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
- რუსთავი 2საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის მთავრობის ევროპულ საქმეთა სექციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
- პირველი არხისაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის მთავრობის ევროპულ საქმეთა სექციის წარმომადგენლებს შეხვდა
- იმედინიუსისაქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…