ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, 1069 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში 1069 სამართალდარღვევა გამოვლინდა. უმრავლესობა — 927 შემთხვევა — აკრძალული მეთოდებით ნადირობას უკავშირდება; ამოღებულია 909 უკანონო ხმოვანი მოწყობილობა, ე.წ. მანოკი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, 1069 სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, 1069 სამართალდარღვევა გამოავლინაიმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, 2026 წლის 22 აგვისტოდან 22 ოქტომბრამდე, 1069 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

ყველაზე მეტი - 331 ფაქტი აღირიცხა იმერეთში. 233 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 148 - გურიაში, 98 - შიდა ქართლში, 68 – სამცხე-ჯავახეთში, 55 - ქვემო ქართლში, 53 - აჭარაში, 51 - მცხეთა-მთიანეთში, 22 კი - კახეთში.

სამართალდარღვევებია დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 2 თვეში, თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 10 ფაქტი გამოვლინდა.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 927 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 60 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 50 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 32 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.

ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 909 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.

მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 22 ოქტომბრამდე, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 70 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 64 მწყერი, ასევე თითო-თითო კაკაბი, ოფოფი, ირაო და ხოხობი. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, ასევე კურდღელსა და ტურაზე ნადირობის ფაქტებიც დაფიქსირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები