ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინა, საიდანაც 232 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უწყების ცნობით, ამოღებულია 460 კილოგრამზე მეტი თევზი, სამართალდარღვევების ყველაზე მეტი რაოდენობა კი იმერეთში დაფიქსირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინაიმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 232 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 460 კგ-ს გადააჭარბა.

ყველაზე მეტი - 96 ფაქტი გამოვლენილია იმერეთში. 83 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 63 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 52 - ქვემო ქართლში, 45 - კახეთში, 32 - შიდა ქართლში, 14 - გურიაში, 11 - აჭარაში, 10 - სამცხე-ჯავახეთში. 41 ფაქტი კი, გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 9 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 15 ფაქტი გამოავლინეს.

ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი.

უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია პრევენცია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?