ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პასუხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს - მმართველი გუნდის წევრები საკონსტიტუციო სამართალწარმოების დასრულებამდე, ევრობიუროკრატებს სასამართლოზე ზეწოლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

მმართველი გუნდი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ გედრუნ კუგლერს და ევროპელ პოლიტიკოსებს სასამართლოზე ზეწოლასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს, მას შემდეგ რაც კუგლერმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს არადემოკრატიული უწოდა.

საკონსტიტუციო სამართალწარმოება "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი იდეური მოკავშირეების სამართლებრივ აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ, ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, გაკეთებული განცხადებების მორიგ მიზეზად იქცა. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომების პარალელურად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ პროცესი არადემოკრატიულია და მმართველმა ძალამ სარჩელი უნდა გაიწვიოს.

გედრუნ კუგლერს და სხვა ევროპელ პოლიტიკოსებს სპეციალური მიმართვით, სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ევრობიუროკრატებს ქართული მართლმსაჯულების ის დადგენილებები შეახსენა, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ ყველა ჯერზე გაიზიარა. პარლამენტის სპიკერი და უმრავლესობის წევრები, საკონსტიტუციო სამართალწარმოების დასრულებამდე, ევრობიუროკრატებს სასამართლოზე ზეწოლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის მოსაზრებას უაპელაციოდ იზიარებენ ოპოზიციაში. ამტკიცებენ, რომ უკრაინასა და მოლდოვაში არაერთი პარტიის ანტიკონსტიტუციუროად გამოცხადება მათ ევროინტეგრაციას ხელს არ უშლის. თუმცა, საქართველოში მსგავსი სახის სამართალწარმოებაც კი მიუღებელია.

ოპოზიციის მხრიდან გარე ძალების უსიტყვო მორჩილების მაგალითად აღიქვამს ოპონენტების განცხადებებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა და ქვეყნის შიდა საქმეებში დემოკრატიის სახელით ჩარევა, ევრობიუროკრატების მხრიდან დიდი ხნის აპრობირებული მეთოდია და მას თავად ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს.

ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების სარჩელს სასამართლო უკვე ორი დღეა განიხილავს. სხდომების პარალელურად გაკეთებულ განცხადებებს უცხოეთიდან, სახელისუფლებო გუნდი, ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობის, კიდევ ერთ, ნათელ დადასტურებად მიიჩნევს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი - აბსოლუტურად მიუღებელია, როცა სხვადასხვა საერთაშორისო აქტორი საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და სასამართლოზე ზეწოლაზე გათვლილ განცხადებებს აკეთებს - ეს ყველაფერი მავნე პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები