ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი: მოვუწოდებ ოცნებას, უკან გაიწვიოს სარჩელი

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, საკონსტიტუციო სასამართლოდან გაიწვიოს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი: მოვუწოდებ ოცნებას, უკან გაიწვიოს სარჩელი
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი: მოვუწოდებ ოცნებას, უკან გაიწვიოს სარჩელიფორმულა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი ქართული ოცნების მიერ პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით X-ზე პოსტს აქვეყნებს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ეს მცდელობა და "დაუბრუნდნენ დემოკრატიის გზას".

"ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესით, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად. პოლიტიკური კონკურენციის გადაწყვეტა არჩევნების გზითა და ღია დემოკრატიული დებატებით უნდა ხდებოდეს და არა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებით მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული სასამართლო პროცესების საშუალებით", - წერს ის.

ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა "განსაკუთრებული ზომაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს" და ქართულ ოცნებას "პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის" შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა. საქართველო არ უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ ოპოზიციას განიხილავენ არა დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, არამედ მტერს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. საქართველომ, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ და ევროპის საბჭოს წევრმა, ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს", - წერს ის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაუბრუნდნენ დემოკრატიის გზას“
გუდრუნ კუგლერი
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესით, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად. პოლიტიკური კონკურენციის გადაწყვეტა არჩევნების გზითა და ღია დემოკრატიული დებატებით უნდა ხდებოდეს და არა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებით მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული სასამართლო პროცესების საშუალებით“
„განსაკუთრებული ზომაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს“
„პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის“
„როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა. საქართველო არ უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ ოპოზიციას განიხილავენ არა დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, არამედ მტერს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. საქართველომ, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ და ევროპის საბჭოს წევრმა, ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები