ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მოვუწოდებდით თავშეკავებისკენ, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ჩვენ შიდა საქმეებში" - ლევან მაჭავარიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტის განაცხადზე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ გუდრუნ კუგლერსა და უცხოელ დიპლომატებს ქართულ მართლმსაჯულებაზე თავდასხმასა და შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარტიის კონსტიტუციურობაზე სასამართლოსთვის მიმართვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და უცხო ხელისუფლებებისგან მუქარის ტონით გაკეთებული განცხადებები დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს. ერთ-ერთი ბოლო განცხადება პარტიების აკრძალვის სარჩელზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა. გუდრუნ კუგლერმა შეშფოთება გამოთქვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით და პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად შეაფასა.

თბილისი ბრიუსელს კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა უცხოელი ოფიციალური პირების შეფასებები წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებასა და სუვერენიტეტზე. მაჭავარიანმა გაახსენა საზოგადოებას ელჩების - ჰერჩინსკის, ფიშერისა და კელი დეგნანის მხრიდან ქართულ სასამართლო პროცესებზე დასწრებისა და მოსამართლეებზე პირდაპირი ზეწოლის წარსული პრაქტიკა.

"ჩვენ მოვუწოდებდით თავშეკავებისკენ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ჩვენ შიდა საქმეებში, ერთის მხრივ. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის თავდასხმა სასამართლოზე და ჩვენ არაერთი მაგალითი გვიხილავს, როდესაც ბატონი ჰერჩინსკი, ბატონი ფიშერი პირდაპირ სასამართლო პროცესებზე დადიოდნენ, რომ ელჩებზე ზეწოლა მოეხდინათ.

გვახსოვს ქალბატონი კელი დეგნანი, რომელმაც ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით მოსამართლე დაიბარა და ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვა. ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ჩვენ შიდა საქმეებში და ეს ჩვენს მოქალაქეებს ძალიან არ მოსწონთ,მსუბუქად რომ ვთქვათ და კონტრპროდუქტიული არის თვითონ ამ აქტორებისთვის.

ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ რამდენ საქმესაც, ესე წინასწარ რაღაცა შეფასება მიკერძოებული და რაღაცა პოლიტიკური იარლიყი მიაკერეს, ყველა ეს საქმე წაღებული იქნას სტრასბურგის სასამართლოში და აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ მათ თავშეკავებისკენ," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პაპუაშვილი: შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები