ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას

საკონსტიტუციო სასამართლო

მმართველმა გუნდმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის მოწოდებას სარჩელის გაწვევაზე მართლმსაჯულებაზე ზეწოლა უწოდა. თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, პარტიების აკრძალვის მოთხოვნა კონსტიტუციური უფლებაა, უცხოური მხარის მხრიდან კრიტიკა კი შიდა საქმეებში უხეში ჩარევას წარმოადგენს.

თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას
თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებასრუსთავი 2

ზეწოლის მცდელობა ქართულ მართლმსაჯულებაზე და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის განცხადებას.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარტიების წინააღმდეგ მომზადებული სარჩელის განხილვის დასრულებამდე, სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა პირველ რიგში ევროპულ ღირებულებებს უპირისპირდება. თბილისი ბრიუსელს კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისკენ მოუწოდებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ჭეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე წარდგენილ სარჩელზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

მისი შეფასებით, პროცესზე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები კონტექსტიდან ამოვარდნილი და უსაფუძვლოა. ჭეიშვილი ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელე მხარე მოქმედებს კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში, ხოლო უცხოური მხარის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა ქვეყნის შიდა მართლმსაჯულებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

"აქ ერთი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მორიგი გამოვლინება უხეში ჩარევის მცდელობისა ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესში. ამ შემთხვევაში მათ, როგორც ჩანს, სამიზნეში ამოიღეს უკვე საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, რაც თავისთავად არის შემაშფოთებელი. ჩვენ გვახსოვს ის, თუ კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები როგორ სხდებოდნენ სასამართლო დარბაზებში, როდესაც ესა თუ ის რეზონანსული საქმე განიხილებოდა - მაშინ, როდესაც ელემენტარულად მათ არ ესმოდათ საქმის წარმოების ენაც კი და გასაგებია, რასაც ითვალისწინებდა მათი ეს ქმედება და რა მიზანიც ამოძრავებდათ მათ. ამ შემთხვევაშიც ასეთი ტიპის განცხადებები არის აბსოლუტურად, ერთის მხრივ, აბსურდული და, მეორეს მხრივ, ისინი პირდაპირ, ფაქტობრივად, ჩვენ, როგორც მოსარჩელე მხარეს, გამოდის, რომ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენის მიზნით. ეს არავითარ ლოგიკაში არ შეიძლება ჯდებოდეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი, ალოგიკური და უსაფუძვლო განცხადება," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

გუდრუნ კუგლერმა შეშფოთება გამოთქვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით და პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად შეაფასა.

"როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა. საქართველო არ უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ ოპოზიციას განიხილავენ არა დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, არამედ მტერს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. საქართველომ, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ და ევროპის საბჭოს წევრმა, ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს," - განაცხადა გუდრუნ კუგლერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აქ ერთი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მორიგი გამოვლინება უხეში ჩარევის მცდელობისა ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესში. ამ შემთხვევაში მათ, როგორც ჩანს, სამიზნეში ამოიღეს უკვე საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, რაც თავისთავად არის შემაშფოთებელი. ჩვენ გვახსოვს ის, თუ კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები როგორ სხდებოდნენ სასამართლო დარბაზებში, როდესაც ესა თუ ის რეზონანსული საქმე განიხილებოდა - მაშინ, როდესაც ელემენტარულად მათ არ ესმოდათ საქმის წარმოების ენაც კი და გასაგებია, რასაც ითვალისწინებდა მათი ეს ქმედება და რა მიზანიც ამოძრავებდათ მათ. ამ შემთხვევაშიც ასეთი ტიპის განცხადებები არის აბსოლუტურად, ერთის მხრივ, აბსურდული და, მეორეს მხრივ, ისინი პირდაპირ, ფაქტობრივად, ჩვენ, როგორც მოსარჩელე მხარეს, გამოდის, რომ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენის მიზნით. ეს არავითარ ლოგიკაში არ შეიძლება ჯდებოდეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი, ალოგიკური და უსაფუძვლო განცხადება,“
თორნიკე ჭეიშვილი
„როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა. საქართველო არ უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ ოპოზიციას განიხილავენ არა დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, არამედ მტერს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. საქართველომ, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ და ევროპის საბჭოს წევრმა, ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს,“
გუდრუნ კუგლერი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები