ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადების შესახებ: “რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია. არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები”

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

გიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, გუდრუნ კუგლერის მოწოდებას პარტიების აკრძალვის სარჩელის გაწვევაზე არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი კონსტიტუციური და საჯაროა.

გიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადების შესახებ: “რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია. არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები”
გიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადების შესახებ: “რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია. არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები”POSTV

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ეხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ გუდრუნ კუგლერის მოწოდებას – საქართველოს ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი.

,,ეს არის ჩვეულებრივი კონსტიტუციური პროცესი. საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ასეთი განხილვა არ ყოფილა, როდესაც პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხზე ვსაუბრობთ, თუმცა, არაერთ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობს. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება, ბუნებრივია, არასწორია.

პროცესი არის საჯარო, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა, შესაბამისად, ეს საჯაროობაც არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი.

ამიტომ, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს; რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები