პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შეშფოთებულნი ვართ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესით – გერმანიის საგარეოს წარმომადგენელი

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი ნიკლას ვაგნერი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესით, რადგან პოლიტიკური პლურალიზმი გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

შეშფოთებულნი ვართ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესით – გერმანიის საგარეოს წარმომადგენელი
ნეტგაზეთი

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ნიკლას ვაგნერი ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით მიმდინარე სასამართლო პროცესებით. პოლიტიკური პლურალიზმი აუცილებელია დემოკრატიისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – წერს ის.

We are deeply concerned regarding the court proceedings to ban five opposition parties in #Georgia. Political pluralism is essential to democracy & crucial for #EU accession.

— Niklas Wagner (@GEReastbound) October 22, 2026

„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს.

სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო და დაგეგმილია, რომ 23 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს.

სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შეშფოთებას ქართულ მხარეს გავუზიარებთ - გერმანიის საგარეო პარტიების აკრძალვის განზრახვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები