ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გავაცნობთ ჩვენს შეშფოთებას და ეჭვებს ქართულ მხარეს – გერმანიის საგარეო პარტიების აკრძალვაზე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერის, კატრინ დეშაუერის განცხადებით, პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და ბერლინი თავის შეშფოთებას ქართულ მხარეს გაუზიარებს. საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.

გავაცნობთ ჩვენს შეშფოთებას და ეჭვებს ქართულ მხარეს – გერმანიის საგარეო პარტიების აკრძალვაზე
გავაცნობთ ჩვენს შეშფოთებას და ეჭვებს ქართულ მხარეს – გერმანიის საგარეო პარტიების აკრძალვაზენეტგაზეთი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კატრინ დეშაუერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია და ამის შესახებ წუხილს გერმანია ქართულ მხარეს გაუზიარებს.

გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენლის კომენტარს DW-ს ქართული რედაქცია ავრცელებს.

„ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. კონსტიტუციური სასამართლოს წინაშე არსებული ეს საქმე ამ ტენდენციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს. ეს არის ჩვენი შეფასება. ასევე უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემის ფართოდ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, როგორც ეს ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საჯაროდ აღნიშნეს, ძალიან პრობლემურია.

ამგვარად, ჩვენ, როგორც ფედერალური მთავრობა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, უდავოდ გავაცნობთ ჩვენს შეშფოთებას და ეჭვებს ქართულ მხარეს ამ ნაბიჯების გამო“, – განაცხადა კატრინ დეშაუერმა.

დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. კონსტიტუციური სასამართლოს წინაშე არსებული ეს საქმე ამ ტენდენციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს. ეს არის ჩვენი შეფასება. ასევე უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემის ფართოდ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, როგორც ეს ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საჯაროდ აღნიშნეს, ძალიან პრობლემურია. ამგვარად, ჩვენ, როგორც ფედერალური მთავრობა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, უდავოდ გავაცნობთ ჩვენს შეშფოთებას და ეჭვებს ქართულ მხარეს ამ ნაბიჯების გამო“
კატრინ დეშაუერი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ჩვენს შეშფოთებას ქართულ მხარეს გავუზიარებთ - გერმანიის საგარეოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები