პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე889 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეევა გოცირიძე - თითქმის ყოველი არჩევნების მერე მიდის განცხადებები: არჩევნები გაყალბდა, არის ბოიკოტის მოთხოვნა, ამას ახლავს საპროტესტო აქციები - როცა ეს მუდმივად გრძელდება, საქართველოს ინტერესებისთვის რამდენად ხელსაყრელია?889 ჩანაწერი · 13 მედია

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

ევროკომისიის წარმომადგენელ კრისტიან უიგანდის განცხადებით, საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციაზე მიუთითებს და პლურალიზმს საფრთხეს უქმნის. საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის დაჩქარებულ განხილვას 21 ოქტომბრიდან იწყებს.

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს
TV პირველი

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს - განცხადედბა ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა.

„ეს მოვლენები, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრინდელ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს სასამართლო სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე. ეს საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმს და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას და გავაგრძელებთ ამ სარჩელის თვალყურის მიდევნებას”, - თქვა კრისტიან უიგანდმა "ევროსკოპის" საპასუხოდ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოევროკომისიის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, უხეში ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებასა და სუვერენიტეტში - ევროკომისიის პრესსპიკერი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლო განხილვებით შეშფოთებულია
  2. რუსთავი 2სამთავრობოევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს - კრისტიან უიგანდი საქართველოზე
  3. ფორმულაოპოზიციურიევროკომისიის პრესპიკერი: EU ყურადღებით აკვირდება ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელებს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პარტიების აკრძალვა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს – ევროკომისიის პრესსპიკერიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები