პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ამ კოლექტიურში ჩემი თავი რომელ მარცვალში და ძახილის ნიშანში ამოვიკითხო?“ - გვარამია პარტიების აკრძალვის სარჩელზე

კოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კოლექტიური ბრალდებები პარტიებს ინდივიდუალურ დაცვას ურთულებს.

„ამ კოლექტიურში ჩემი თავი რომელ მარცვალში და ძახილის ნიშანში ამოვიკითხო?“ - გვარამია პარტიების აკრძალვის სარჩელზე
TV პირველი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელს აკრიტიკებს და მოსარჩელე მხარისგან თითოეული პარტიის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებებისა და სამართლებრივი საფუძვლების კონკრეტულად დასახელებას ითხოვს.

სასამართლო სხდომაზე გვარამიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელი კოლექტიური ხასიათისაა, რაც მოპასუხე პარტიებს ინდივიდუალური დაცვის შესაძლებლობას ურთულებს. მისი თქმით, გაურკვეველია, რომელი ბრალდება რომელ პოლიტიკურ გაერთიანებას ეხება და კონკრეტულად რაზე უნდა გასცენ პასუხი.

„საერთოდ არ მაინტერესებს კომისიამ რა დაასკვნა 20 - წლიანი გარემოებების შესწავლით. 120 მოწმით გაიარეს ამ ქვეყნის ისტორიის 22 წელი. დაასკვნეს, ომი ვინ დაიწყო, პროვოკატორი ვინ იყო და ასე შემდეგ - 120 მოწმით მეგობრებო.

უნდა განგვემარტოს, ვის რა მტკიცებულება მიემართება, ვის რა დარღვევა მიემართება, ვის რა სამართლებრივი საფუძველი აქვს პარტიის გაუქმების. ასე კოლექტიურად რაღაცას რომ წერენ, არ ვიცი ამ კოლექტიურში ჩემი თავი რომელ ნაწილში ამოვიკითხო , რომელ მარცვალში და ძახილის ნიშანში. მეც და ჩვენ ყველა კოლექტიურ პასუხს ხომ არ გავცემთ. ხომ უნდა მითხრათ: „შენი პარტია არის, ამაში, ამაში, ამაში მხილებული და პასუხი გაეცი“. გახარიას კაცი მეჩხუბება სამართლიანად შენ რატომ ილაპარაკე ჩემ მაგივრადო, რა ვქნათ? ერთი და იმავეს გვეუბნებით, ვერცერთი ვერ ვასხვავებთ, რომელი მომემართება, მე და რომელი სხვას”, - აცხადებს გვარამია.

მანამდე გვარამიამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოეღო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მისთვის არსებითი მნიშვნელობა არა კომისიის მიერ წარსული მოვლენების შეფასებას, არამედ პარტიების შესაძლო აკრძალვის კონკრეტულ სამართლებრივ დასაბუთებას აქვს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობონიკა გვარამია – საკონსტიტუციო სარჩელი არის ისტორიული დოკუმენტი, როგორ უნდა უღალატო სამშობლოს, ასეთია „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ თავზე დაწერილი განაჩენი
  2. რუსთავი 2სამთავრობონიკა გვარამია: არ კრძალავენ მხოლოდ ხუთ პარტიას, კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია – დღევანდელი სარჩელით კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებსა და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები