დავით მათიკაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს წინ რამდენიმე ადამიანი დადის, რაც ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის სისწორის კიდევ ერთი უტყუარი დასტურია
დავით მათიკაშვილის მტკიცებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე ხალხის სიმცირე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის სისწორეს ადასტურებს. დეპუტატის განცხადებით, მტკიცებულებების სიმრავლის გამო მოპასუხე ოპოზიციას თავის დაცვა გაუჭირდება.

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს წინ რამდენიმე ადამიანი დადის, რაც ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის სისწორის კიდევ ერთი უტყუარი დასტურია - ყოველგვარი მხარდამჭერის გარეშე, ანტიკონსტიტუციურად და ქვეყნის დანგრევისთვის მოქმედი პოლიტიკური პარტიების ადგილი ნამდვილად არ არის საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “რადიკალური ოპოზიცია” სოლიდურ აქციას აანონსებდა, თუმცა „კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“.
“მერამდენედ უნდა ჩაუვარდეთ კოვზი ნაცარში რადიკალებს?! მერამდენედ აანონსებენ სოლიდურ აქციებს?! ფიქრობენ, მოაგორონ მხარდამჭერები, მაგრამ როგორ შეძლებენ იმ მხარდამჭერების მოგროვებას, რომელიც არ ჰყავთ?!” - განაცხადა მათიკაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, “ქართული ოცნების” დეპუტატმა აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეებს მტკიცებულებების ნაწილში თავის დაცვა ძალიან გაუჭირდებათ.
„ამ პარტიების ნაწილი წარმოდგენილია სასამართლო დარბაზში. უკვე ჩანს ის არაადეკვატური და მტკიცებულებებიდან დაცლილი პოზიცია, რაც ცალკეულ მოპასუხე მხარეებს გააჩნიათ, თუნდაც იმ შუამდგომლობის დაყენებაში, რომელიც საზოგადოებამ იხილა. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, ის დაპირებები, რომელსაც მხარი მილიონ 200 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ დაუჭირა, აღსრულდეს და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა და მოსამართლეებმა მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ამ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვით დასრულდება - იმ პარტიებისა, რომლებიც წლების განმავლობაში არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას და პრაქტიკულად დემოკრატიას საქართველოში. ბუნებრივია, მოსამართლეებზეა გადაწყვეტილების მიღების საკითხი, თუმცა ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდებათ მოპასუხეებს მტკიცებულებით ნაწილში რაიმე ფორმით დაიცვან სოლიდურად თავი, რადგანაც მოსარჩელის მიერ მტკიცებულებითი მოცემულობა პრაქტიკულად არის იმდენად გაჯერებული, რომ ამ საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტა ვერ წარმოგვიდგენია,” - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2მერამდენედ აანონსებენ "სოლიდურ აქციებს", მერამდენედ ცდილობენ, მოაგროვონ მხარდამჭერები, რომლებიც არ ჰყავთ? - დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე
- იმედინიუსიდავით მათიკაშვილი: მერამდენედ აანონსებენ ისინი სოლიდურ აქციებს, ცდილობენ მოაგროვონ მხარდამჭერები, მაგრამ როგორ შეძლებენ იმ მხარდამჭერების მოგროვებას, რომლებიც მათ ელემენტარულად არ ჰყავთ. რამდენიმე ადამიანი დადის საკონსტიტუციო სასამართლოს წინ დღეს ბათუმში, რაც კიდევ ერთი უტყუარი დასტურია ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის სისწორისა
- რუსთავი 2კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შლეიფი ის არ არის, ვის რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, არამედ მათი საქმიანობაა, რომელიც ანტიკონსტიტუციურ მიზნებს წარმოადგენს და სახელმწიფოებრიობის ნგრევაზეა მიმართული - დავით მათიკაშვილი
ციტატები სტატიიდან
„მერამდენედ უნდა ჩაუვარდეთ კოვზი ნაცარში რადიკალებს?! მერამდენედ აანონსებენ სოლიდურ აქციებს?! ფიქრობენ, მოაგორონ მხარდამჭერები, მაგრამ როგორ შეძლებენ იმ მხარდამჭერების მოგროვებას, რომელიც არ ჰყავთ?!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.