თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ნავთლუღის სპეცოპერაციის, ცინდელიანისა და ქარდავას საქმეებზე ისაუბრა და ოპოზიციურ პარტიებს კითხვით მიმართა: „მაშინ, როდესაც ამ მასშტაბის დარღვევებს ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ადამიანის უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური ხასიათის?“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ნავთლუღის სპეცოპერაციის, ცინდელიანისა და ქარდავას საქმეები გაიხსენა და დასვა კითხვა, იყო თუ არა უფლებების დარღვევა სისტემური ხასიათის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა ნავთლუღის სპეცოპერაციის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაიხსენა და ამ საქმეებში მსჯავრდებული „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნების ჩამონათვალი მოსამართლეებს გააცნო.
„ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, 2014-2016 წლებში, დათა ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი, გიორგი დგებუაძე, ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა დამნაშავეებად იქნენ ცნობილი.
დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას საქმეზე, უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2016 წელს რომან შამათავა დამნაშავედ იქნა ცნობილი.
რომან შამათავა გახლდათ კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი და, სხვათა შორის, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 2021 წლის 19 ოქტომბერს პატიმარმა სააკაშვილმა პატიმარ შამათავას „ძმური სიყვარულით“ მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა და მას „საქართველოს ეროვნული გმირი“ უწოდა.
შეგახსენებთ, რომ გამამტყუნებელ განაჩენებში არის ეპიზოდები, როდესაც აღნიშნული პირის მონაწილეობით ხდებოდა ზღვაში შესაბამის კატარღაზე პირთა მკვლელობები და შემდგომ მათი სხეულის გადაყრა ღია ზღვაში, რაოდენ მძიმედაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი.
მსგავს საქმეთა ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ვრცელი.
კიდევ ერთხელ: მაშინ, როდესაც ამ მასშტაბის დარღვევებს ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ადამიანის უფლებათა დარღვევა, მათ შორის, ღირსების აბსოლუტური უფლების ხელყოფა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა და სხვა ძირითად უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური ხასიათის მატარებელი? ეს კითხვა შეეხება ოთხივე სუბიექტს,“ – განაცხადა ჭეიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიათორნიკე ჭეიშვილი: პატიმარმა სააკაშვილმა პატიმარ რომან შამათავას "საქართველოს ეროვნული გმირი" უწოდა - გამამტყუნებელ განაჩენებში არის ეპიზოდები, როდესაც აღნიშნული პირის მონაწილეობით ხდებოდა პირთა მკვლელობები და შემდგომ, მათი სხეულის გადაყრა ღია ზღვაში
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციას - სააკაშვილმა რომან შამათავას „ეროვნული გმირი“ უწოდა, არის ეპიზოდები, როდესაც მისი მონაწილეობით ხდებოდა მკვლელობები და გადაყრა ღია ზღვაში - იყო თუ არა უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…