პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე1000 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმელევან სამუშია - „კასრების საქმეზე“ მტკიცებულებები განადგურდა, რაც დაუშვებელი იყო, დისკებს აფრიალებდა და ანადგურებდა ირაკლი ღარიბაშვილი, ესეც იმ სისტემის ხელშეწყობა იყო - ჩვენ არაფერი გვაქვს სამართლებელი, სხვებს აქვთ თავი სამართლებელი „ქართულ ოცნებაშიც“1000 ჩანაწერი · 13 მედია

ყველა საკითხზე რომ ვისაუბროთ, შესაძლებელია, თვეები კი არა, წლები დაგვჭირდეს, იმდენი დანაშაულია ჩადენილი - არჩილ გორდულაძე "ნაციონალური მოძრაობის" დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვისას, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება. არჩილ გორდულაძის განცხადებით, იმდენი დანაშაულია ჩადენილი, რომ ყველა საკითხზე საუბარს წლები დასჭირდება.

ყველა საკითხზე რომ ვისაუბროთ, შესაძლებელია, თვეები კი არა, წლები დაგვჭირდეს, იმდენი დანაშაულია ჩადენილი - არჩილ გორდულაძე "ნაციონალური მოძრაობის" დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობს. "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე ისაუბრა და მოსამართლეთა პლენუმს გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის საქმეებში მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ჩამონათვალი წარუდგინა. მოპასუხე მხარეს დაუსვეს კითხვები, მათ შორის, სტრასბურგში განხილულ საქმეებზე. დარბაზში იყო კამათიც.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს რამდენჯერმე მოუწოდეს, კანონიერ განაჩენებზე დასმულ შეკითხვებზე გაღიზიანების ნაცვლად, წარმოედგინათ კონკრეტული არგუმენტები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე იმიტომ საუბრობენ დღეს, რომ ამის საშუალება სხვა დროს პროცესიდან გამომდინარე არ მიეცემათ.

"სარჩელში არსებული ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის, რომ იყო თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური დარღვევები. ამასთან დაკავშირებით, როდესაც მხარე ამბობს, რომ ასეთი რამე არ ყოფილა, ტყუილია და ბუნებაში არ არსებობსო, ერთადერთი საშუალება, რომ დავსვათ კითხვა, რომ აი ეს საქმეებიც კი არ არის სისტემური და სისტემატური საშუალება? მეტი უბრალოდ ჩვენ ფიზიკურად არ მოგვეცემა პროცესიდან გამომდინარე. ეს არის ერთადერთი საშუალება ჩვენი უფლების რეალიზებისა და ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ, რომ ჩვენი უფლების რეალიზებას. ყველა საკითხზე რომ ვისაუბროთ მართლა შესაძლებელია, თვეები კი არა, წლები დაგვჭირდეს, იმდენი დანაშაულია ჩადენილი", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე საკონტიტუციო სარჩელზე: არ გვაქვს უფლება 2004-2012 წლები დავივიწყოთ. ამ ადამიანებისთვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპები, უბრალოდ არ არსებობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები