სხდომაზე, სადაც პარტიების აკრძალვას აპირებენ, ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვაზე თავისუფალი მედიის ნაწილი არ შეუშვეს და გადაღების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ავტოკრატიზაციის ახალ ეტაპს იწყებს.

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე.
სხდომაზე თავისუფალი მედიის ჟურნალისტების დიდი ნაწილი არ შეუშვეს. ადგილები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და პარტიების წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული.
სხდომის გადაღების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასაამართლოს სთხოვს აკრძალოს 5 ძირითადი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, გირჩი მეტი თავისუფლება“ და სხვა.
დღეს სწორედ აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს მმართველი პარტიის არადემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკის პირდაპირ გაგრძელებას და ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიზაციის თვისებრივად ახალ, უმძიმეს ეტაპს.
პარტიების შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლება აპირებს საქართველოს მოსახლეობას წაართვას ხელისუფლების შეცვლის დემოკრატიული მექანიზმები და გაუუქმოს მოქალაქის მთავარი – არჩევანის უფლება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაპარტიების აკრძალვის გეგმა - საკონსტიტუციოში ხვალინდელი პროცესისთვის ემზადებიან
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას იწყებს
დღეს საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას იწყებს
საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული
საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს სარჩელის განხილვას, რომლითაც „ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული
საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…