პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა განახლდება, რომელიც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითხოვს. სასამართლომ ოპოზიციის წარმომადგენელთა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვადღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.
გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო
ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს. LIVE
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სათათბიროდ გავიდა
ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა განახლდა. LIVE
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 22 ოქტომბერს განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა დღეს განახლდება
პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს განახლდება
დღე მეორე - საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…