საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული
საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვას იწყებს. პროცესის პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მედიას კი სხდომათა დარბაზში არ უშვებენ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვასდღეიდან იწყებს.
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. პარალელურად, ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები.
სასამართლოს პერიმეტრზე პოლიციაა მობილიზებული. ცნობილია, რომ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის პარალელურად, აქცია გაიმართება.
დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს.
არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელის განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარალელურ რეჟიმში სასამართლოს ოფიციალურ „იუთუბ“ არხზეც განხორციელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სარჩელის განხილვა აქციის ფონზე მოუწევთ - სასამართლოს შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. სწორედ ამიტომ ადგილზე დილიდან უამრავი სამართალდამცველია მობილიზებული.
ასევე შეზღუდვები დაწესდა ჟურნალისტებისთვის - მედიას დღეს სხდომათა დარბაზში არ შეუშვებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაპარტიების აკრძალვის გეგმა - საკონსტიტუციოში ხვალინდელი პროცესისთვის ემზადებიან
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას იწყებს
დღეს საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას იწყებს
საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს სარჩელის განხილვას, რომლითაც „ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული
საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა
სხდომაზე, სადაც პარტიების აკრძალვას აპირებენ, ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…