პარტიების აკრძალვის გეგმა - საკონსტიტუციოში ხვალინდელი პროცესისთვის ემზადებიან
საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. დარბაზში მხოლოდ მხარეებს დაუშვებენ, ხოლო მედია პროცესს ფოიედან დააკვირდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალინდელი პროცესისთვის მზადება მიმდინარეობს.
ხვალიდან, 21 ოქტომბრიდან, სამი დღის განმავლობაში სასამართლო მოუსმენს “ქართულ ოცნებას“ და იმ პარტიების წევრებს, ვის აკრძალვასაც ივანიშვილის გუნდი ითხოვს.
უკვე ცნობილია, რომ დარბაზში მონაწილე მხარეების გარდა არავინ დაიშვება. შეზღუდვით იმუშავებს მედიაც. პროცესს ჟურნალისტები არა სხდომათა დარბაზიდან, არამედ სასამართლოს ფოიედან დააკვირდებიან.
არსებული ინფორმაციით, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია, რა გრაფიკით იმუშავებს სასამართლო.
ადგილზე მობილიზებული სპეციალური დაცვის სამსახური, რომელიც აკონტროლებს ვითარებას.
საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო დღეს ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას იწყებს
დღეს საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას იწყებს
საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული
საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს სარჩელის განხილვას, რომლითაც „ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული
საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა
სხდომაზე, სადაც პარტიების აკრძალვას აპირებენ, ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…