ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სექტემბერში ხელფასი 1 016 365 დასაქმებულმა მიიღო - რამდენს ჩაერიცხა 100 000 ლარი და მეტი?

შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში ხელფასი 1 016 365 პირმა მიიღო, საიდანაც 100 000 ლარი და მეტი 337 ადამიანს ჩაერიცხა, ხოლო 96 800 დასაქმებულის ანაზღაურება 600 ლარზე ნაკლები იყო.

სექტემბერში ხელფასი 1 016 365 დასაქმებულმა მიიღო - რამდენს ჩაერიცხა 100 000 ლარი და მეტი?
სექტემბერში ხელფასი 1 016 365 დასაქმებულმა მიიღო - რამდენს ჩაერიცხა 100 000 ლარი და მეტი?BM.GE

სექტემბერში 100 000 ლარი და მეტი ხელფასის სახით, 337 პირს ჩაერიცხა.

შემოსავლების სამსახურის 21 ოქტომბრის მონაცემებით, მათი ჯამური დარიცხული ხელფასი 121.6 მლნ ლარი იყო.

90 000-დან 100 000 ლარამდე თვიური ხელფასი კი, 58 პირმა მიიღო. მათზე ჯამში 5,4 მლნ განაწილდა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ 96 800 დასაქმებულმა სექტემბერში 600 ლარზე ნაკლები ხელფასი მიიღო. ტრადიციულად ყველაზე მეტი დასაქმებული კი, 1200-დან 2400 ლარამდე ხელფასის დიაპაზონშია. ასეთი სულ 347 105 ხელფასის მიმღებია. მათი დარიცხული ჯამური ხელფასი კი, 608.07 მლნ ლარის ტოლია.

191 703 პირს კი, 2400-3600 ლარის ფარგლებშია შემოსავალი. ამ კატეგორიაში სულ 556.07 მლნ ლარი განაწილდა.

სულ, სექტემბერში ხელფასი 1,016,365 პირმა მიიღო. ჯამური დარიცხული ხელფასი 2.89 მილიარდი ლარი იყო.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„საქსტატი“ - 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა და 1 531 ლარი შეადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები