პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილის ხერხემლის მალებიც აქვს დაზიანებული

საქართველოს პროკურატურა

ადვოკატ პაატა გოგიაშვილის განცხადებით, ციხეში ნაცემ პატიმარ დავით ფეიქრიშვილს ხერხემლის მალები და სახის ძვლები აქვს დაზიანებული, ოჯახი კი თავდასხმაში ვატო ყიფიანსა და სხვებს ადანაშაულებს, რასაც ყიფიანი უარყოფს.

ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილის ხერხემლის მალებიც აქვს დაზიანებული
TV პირველი

"დავით ფეიქრიშვილის ხერხემლის მალები აქვს დაზიანებული" - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" დაკავებულის "ბიბამედში" მონახულების შემდეგ, ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პატიმარი კლინიკაში დატოვონ, რადგან ფექირიშვილის მდგომარეობას დააკვირდნენ.

გოგიაშვილის განცხადებით, 40 წლის დავით ფეიქრიშვილს გუშინ მარცხენა ხელის მტევანზე ოპერაცია ჩაუტარდა, მარჯვენა ხელზე კი თაბაშირი დაადეს, რადგან თითი მოტეხილი აქვს.

ამასთან, ადვოკატი ითხოვს საქმე არა იუსტიციის სამინისტრომ, არამედ პროკურატურამ აწარმოოს.

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელიც “ვივამედში“ გუშინ გადაიყვანეს, ისევ კლინიკაში რჩება.

ოჯახის მტკიცებით, ძმები ფეიქრიშვილები ციხეში სასტიკად სცემეს. დაკავებულის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები.

ოჯახის განცხადებით, ფიზიკური დაზიანება ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს.

ვატო ყიფიანი ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატი "პირველებთან" აცხადებს, რომ ყიფიანი ფექირიშვილის საკანში შესახლებული არ ყოფილა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
ოპოზიციური 9
  1. ფორმულაოპოზიციურიადვოკატი: ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს სხვებთან ერთად ყიფიანმა და ბილანიშვილმა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდავით ფეიქრიშვილის თქმით, ვატო ყიფიანმა და 4-მა პირმა მიაყენეს დაზიანებები - ადვოკატი
  3. ნეტგაზეთიოპოზიციური„ვივამედში“ ადასტურებენ, რომ გუშინ დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში შეიყვანეს
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიპატიმარი დავით ფეიქრიშვილი „ვივამედში“ გადაიყვანეს
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურივატო ყიფიანი უარყოფს დავით ფეიქრიშვილის ბრალდებას
  6. TV პირველიოპოზიციურიადვოკატი: ვატო ყიფიანი ფეიქრიშვილის ბრალდებას უარყოფს
  7. ნეტგაზეთიოპოზიციური„გამოვრიცხავთ“ – ადვოკატის თქმით, ყიფიანი ფეიქრიშვილის ბრალდებებს უარყოფს
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიპატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო
  9. ნეტგაზეთიოპოზიციურიდავით ფეიქრიშვილი სტაციონარშია მოთავსებული – ზურაბ ჩხაიძე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დავით ფეიქრიშვილის ხერხემლის მალები აქვს დაზიანებული“
პაატა გოგიაშვილმა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბეგანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ – დავით ფეიქრიშვილის ადვოკატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები