ყვავილები, ტრაპეზი 600 კაცზე... - მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიალისთვის კულტურის სამინისტრომ 722 645 ლარი დახარჯა, ხოლო თავდაპირველად გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან დარჩენილი 2 277 355 ლარი ბიუჯეტს დაუბრუნდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისთვის კულტურის სამინისტროს მიერ გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 722 645 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდაპირველად, 2026 წლის 20 მარტის განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროსთვის 3 000 000 ლარი იყო გამოყოფილი. თუმცა, 8 მაისის განკარგულებით განხორციელებული ცვლილების შედეგად, ასათვისებელი თანხა 722 645 ლარამდე შემცირდა, ხოლო დარჩენილი 2 277 355 ლარი ბიუჯეტს დაუბრუნდა.
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება - ირაკლი კობახიძე
დაკრძალვის ღონისძიების ორგანიზებისთვის სახელმწიფო კომისიის 18 მარტის №1 ოქმის საფუძველზე პასუხისმგებელ უწყებად კულტურის სამინისტრო განისაზღვრა, რომელმაც სულ 26 ხელშეკრულება გააფორმა.
რაში დაიხარჯა გამოყოფილი თანხა:
ხმოვანი და ტექნიკური უზრუნველყოფა, ეკრანები: ყველაზე მსხვილი კონტრაქტი 215 600 ლარი შპს „ჯეოვოისთან“ გაფორმდა სამებისა და სიონის ტაძრებში გახმოვანების, ლედ-ეკრანებისა და კონსტრუქციების მონტაჟისთვის. შპს „ჯი თი ჰოლდინგს“ კი სამების ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ეკრანებისა და გახმოვანების უზრუნველყოფისთვის 133 230 ლარი გადაეხადა.
სამგლოვიარო ტრაპეზი: სასტუმრო „შერატონში“ (შპს „თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ“) 600 სტუმარზე გათვლილი ტრაპეზის ორგანიზება, რაც ასევე მოიცავდა თარჯიმნის, ხმისა და მიკროფონების მომსახურებას, 93 886.70 ლარი დაჯდა.
სივრცეებისა და კონსტრუქციების მოწყობა: შპს „ლუმა დეველოპმენტს“ ტაძრებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მინის პოდიუმის, ჟურნალისტების, ოპერატორებისა და გუნდების სივრცეების მოსაწყობად 53 624.10 ლარი გადაერიცხა.
სასტუმროები და ტრანსპორტირება: რეგიონებიდან ჩამოყვანილი სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სასტუმროებით უზრუნველყოფისთვის შპს „ეიჩემსი ჯორჯიასა“ და შპს „დისქოვერის“ ჯამში 63 280 ლარი გადაეხადათ. სატრანსპორტო მომსახურებაზე (მიკროავტობუსები და ავტობუსები) რამდენიმე კონტრაქტით 22 050 ლარი დაიხარჯა.
ყვავილები და დეკორაცია: ტაძრების ინტერიერისა და პროცესიის ყვავილებით გაფორმებისთვის შპს „ფლორერიასა“ და ი/მ ცირა ჭყონიაზე ჯამში 50 600 ლარი დაიხარჯა (მათ შორის 7 850 ლარი ღია სატრანსპორტო საშუალების ყვავილებით გასაფორმებლად).
სხვა ხარჯები: 10 150 ლარი წავიდა ღვინის შესყიდვაზე (შპს „თელედა“, 406 ბოთლი), 11 362.50 ლარი — ბეიჯების, საშვებისა და მოსაწვევების ბეჭდვაზე (შპს „ჯიჯიეს პრინტი“), ხოლო 10 მეტრ წითელ ხავერდში 300 ლარი გადაიხადეს. ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებასა და გენერატორებზე ჯამში 40 400 ლარი დაიხარჯა, ხოლო პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლაციასა და გადაღებებზე (მათ შორის დრონითა და ტელე-ამწით) - რამდენიმე ათასი ლარი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტაძრების დასუფთავება კომპანიებმა („პროგრეს სერვისი“, „ლიტექსი - სერვისი“, „ჯითი გრუპი“) უსასყიდლოდ შეასრულეს, ხოლო შპს „აქვა გეომ“ ორგანიზატორებს საჩუქრად 5 000 ბოთლი (0.5 ლ) წყალი გადასცა. ადმინისტრაციის განცხადებითვე, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება შეღავათიან ფასად გაწია, ხოლო რეჟისორს, შემოქმედებით ჯგუფსა და შემსრულებლებს (მომღერლები, მგალობლები) ჰონორარი არ აუღიათ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
12 სტატიამთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაცია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებზე განცხადებას ავრცელებს
კობახიძე ასაჯაროებს სიას, ვის ჩაერიცხა პატრიარქის დაკრძალვის დღის ორგანიზებისთვის თანხა
მთავრობა ასაჯაროებს ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს
რა თანხები დაიხარჯა ილია II-ის დაკრძალვაზე – კობახიძის ადმინისტრაციის განცხადება
ოცნების ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს, დაიხარჯა - ₾722 645
მთავრობის ადმინისტრაცია: ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი ₾3 მლნ-დან ₾2.3 მლნ-მდე უკან დაბრუნდა
გია აბაშიძე: პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…