პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე: რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. მთავრობის ადმინისტრაციიდან პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც - ბევრად მეტი იყო გამოყოფილი თანხა და ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა

საქართველოს მთავრობაქართული ოცნებასაქართველოს პროკურატურა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატრიარქის დაკრძალვაზე არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება, გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი კი უკან დაბრუნდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მთავრობა გაწეული ხარჯების შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

ირაკლი კობახიძე ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე: რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. მთავრობის ადმინისტრაციიდან პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც - ბევრად მეტი იყო გამოყოფილი თანხა და ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა
იმედინიუსი

მე, პირველ რიგში, შევეხები იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია პატრიარქის დაკრძალვასთან. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის მიმართ ამ საკითხზე სოციალურ ქსელში დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული პირველადი ინფორმაციით, არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება.

„ამასთან დაკავშირებით მე პირველადი ინფორმაცია უკვე მაქვს. მთავრობის ადმინისტრაციიდან პირველადი ინფორმაციის თანახმად არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც - ბევრად მეტი იყო გამოყოფილი თანხა და ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არის საზოგადოებრივი ინტერესი და იყო არაერთი განცხადება გავრცელებული ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რომ სრული, დეტალური ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიაროთ და ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ჟურნალისტის კითხვაზე, დაინტერესდება თუ არა ამ საკითხით პროკურატურა, უპასუხა: „პირველ რიგში, თქვენ წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას“.

„თუ კიდევ რაიმე კითხვა დარჩება ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიმსჯელოთ ერთად და შეგვიძლია ნებისმიერ უწყებას მივმართოთ, მაგრამ ჯერ თქვენ გაგიზიარებთ, თუ რა ხარჯები იქნა გაწეული“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე საზოგადოებრივი ინტერესი დიდია, საჭიროდ მივიჩნევთ, უახლოეს მომავალში დეტალური ინფორმაცია გავუზიაროთ საზოგადოებას
  2. ალიაოპოზიციურიარავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება – კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე
  3. ფორმულაოპოზიციურიკობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსა და თიკა რუხაძეზე: არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება
  4. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე: რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. მთავრობის ადმინისტრაციიდან პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რა თანხები დაიხარჯა ილია II-ის დაკრძალვაზე – კობახიძის ადმინისტრაციის განცხადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები