მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 000 000 ლარიდან ბიუჯეტში 2 277 355 ლარი დაბრუნდა და საბოლოო ხარჯმა 722 645 ლარი შეადგინა, რადგან ნაწილმა სამუშაო უსასყიდლოდ შეასრულა, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, თავდაპირველად, დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, კულტურის სამინისტროს 3 000 000 ლარი გამოეყო, თუმცა, იმის გამო, რომ არაერთმა კომპანიამ თუ ფიზიკურმა პირმა სამუშაო უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასად შეასრულა, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა და ხარჯების ჯამურმა ოდენობამ მხოლოდ 722 645 ლარი შეადგინა.
"მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის - საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიალის (ღონისძიების) ორგანიზება.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000 ლარი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 მაისის №953 განკარგულების საფუძველზე, განხორცილდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულებაში და კულტურის სამინისტროსთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაკორექტირდა 722 645 ლარამდე. შესაბამისად, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური ოდენობამ შეადგინა 722 645 ლარი.
კულტურის სამინისტროს მიერ, ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება:
1. შპს TV პროექტი - უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე -10 000 ლარი;
2. შპს ალფა სტუდიო - უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე - 21 800 ლარი;
3. შპს ლუმა დეველოპმენტ - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) - 53 624.10 ლარი;
4. შპს ჯი თი ჰოლდინგი - სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა - 133 230 ლარი;
5. შპს ვი თი სერვისი - რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება 33 ერთეული მიკროავტობუსით- 13 200 ლარი;
6. ი/მ გიორგი კვიჟინაძე - სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით - 2 850 ლარი;
7. შპს თელედა - დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა - 10 150 ლარი;
8. შპს დისქოვერი - სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) - 29 400 ლარი;
9. შპს ეიჩემსი ჯორჯია- სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) -33 880 ლარი;
10. შპს ფლორერია - სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 26 550 ლარი;
11. შპს ჯეოვოისი - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები) - 215 600 ლარი;
12. შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) - დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით ტრაპეზის ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის მოიცავდა გახმოვანების აპარატურით, თარჯიმნის მომსახურებასა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) - 93 886,70 ლარი;
13. ი/მ ცირა ჭყონია - ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 16 200 ლარი;
14. შპს ვი თი სერვისი - 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) - 6 000 ლარი;
15. ი/მ თამამ იუსუფ ყიზი - წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი - 300 ლარი;
16. შპს ჯიჯიეს პრინტი - საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება - 11 362.50 ლარი;
17. შპს სეთ აფ ივენთსი - ჯებირებით, კაბელ - კანალებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა- 9 740 ლარი;
18. ი/მ ცირა ჭყონია - ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი;
19. შპს ფავორიტი სტილი - 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის - 8 050 ლარი;
20. შპს ჯენი 1994 - უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება - 8 600 ლარი;
21. შპს ტგ-ტვ - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება - 1 500 ლარი;
22. შპს ფიური ფილმვორქს - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 4 531.20 ლარი;
23. ი/მ გიორგი კობახია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება - 2 000 ლარი;
24. ი/მ ლევან აბულაძე - დრონით ვიდეო-გადაღების მომსახურება - 700 ლარი;
25. ი/მ ილია კიკაბიძე - პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება (სატელიტური გადამცემის მეშვეობით, 08:00-17:00 მდე) - 1 000 ლარი;
26. ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 638 ლარი.
ტაძრის დასუფთავების მომსახურება უსასყიდლოდ შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა - შპს პროგრეს სერვისი, შპს ლიტექსი - სერვისი, შპს ჯითი გრუპი GT GROUP.
შპს აქვა გეომ 5 000 ბოთლი 0,5 ლიტრიანი წყალი გადმოგვცა უსასყიდლოდ.
გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება გაწია შეღავათიან ფასებში, შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით.
ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, რეჟისორს, შემოქმედებით-საშემსრულებლო ჯგუფს ჰონორარი არ აუღია (მომღერლები, მგალობლები და ა.შ)", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიმთავრობის ადმინისტრაცია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- BM.GEყვავილები, ტრაპეზი 600 კაცზე... - მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს
- იმედინიუსისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
- POSTVმთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- TV პირველიმთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებზე განცხადებას ავრცელებს
- TV პირველიკობახიძე ასაჯაროებს სიას, ვის ჩაერიცხა პატრიარქის დაკრძალვის დღის ორგანიზებისთვის თანხა
- რადიო თავისუფლებამთავრობა ასაჯაროებს ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს
- ალიასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს
- ბათუმელებირა თანხები დაიხარჯა ილია II-ის დაკრძალვაზე – კობახიძის ადმინისტრაციის განცხადება
- ფორმულაოცნების ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს, დაიხარჯა - ₾722 645
- ნეტგაზეთიმთავრობის ადმინისტრაცია: ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი ₾3 მლნ-დან ₾2.3 მლნ-მდე უკან დაბრუნდა
- რუსთავი 2გია აბაშიძე: პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა
ციტატები სტატიიდან
„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის - საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიალის (ღონისძიების) ორგანიზება. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000 ლარი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 მაისის №953 განკარგულების საფუძველზე, განხორცილდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულებაში და კულტურის სამინისტროსთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაკორექტირდა 722 645 ლარამდე. შესაბამისად, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური ოდენობამ შეადგინა 722 645 ლარი. კულტურის სამინისტროს მიერ, ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება: 1. შპს TV პროექტი - უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე -10 000 ლარი; 2. შპს ალფა სტუდიო - უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე - 21 800 ლარი; 3. შპს ლუმა დეველოპმენტ - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) - 53 624.10 ლარი; 4. შპს ჯი თი ჰოლდინგი - სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა - 133 230 ლარი; 5. შპს ვი თი სერვისი - რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება 33 ერთეული მიკროავტობუსით- 13 200 ლარი; 6. ი/მ გიორგი კვიჟინაძე - სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით - 2 850 ლარი; 7. შპს თელედა - დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა - 10 150 ლარი; 8. შპს დისქოვერი - სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) - 29 400 ლარი; 9. შპს ეიჩემსი ჯორჯია- სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) -33 880 ლარი; 10. შპს ფლორერია - სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 26 550 ლარი; 11. შპს ჯეოვოისი - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები) - 215 600 ლარი; 12. შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) - დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით ტრაპეზის ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის მოიცავდა გახმოვანების აპარატურით, თარჯიმნის მომსახურებასა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) - 93 886,70 ლარი; 13. ი/მ ცირა ჭყონია - ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 16 200 ლარი; 14. შპს ვი თი სერვისი - 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) - 6 000 ლარი; 15. ი/მ თამამ იუსუფ ყიზი - წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი - 300 ლარი; 16. შპს ჯიჯიეს პრინტი - საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება - 11 362.50 ლარი; 17. შპს სეთ აფ ივენთსი - ჯებირებით, კაბელ - კანალებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა- 9 740 ლარი; 18. ი/მ ცირა ჭყონია - ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი; 19. შპს ფავორიტი სტილი - 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის - 8 050 ლარი; 20. შპს ჯენი 1994 - უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება - 8 600 ლარი; 21. შპს ტგ-ტვ - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება - 1 500 ლარი; 22. შპს ფიური ფილმვორქს - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 4 531.20 ლარი; 23. ი/მ გიორგი კობახია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება - 2 000 ლარი; 24. ი/მ ლევან აბულაძე - დრონით ვიდეო-გადაღების მომსახურება - 700 ლარი; 25. ი/მ ილია კიკაბიძე - პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება (სატელიტური გადამცემის მეშვეობით, 08:00-17:00 მდე) - 1 000 ლარი; 26. ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 638 ლარი. ტაძრის დასუფთავების მომსახურება უსასყიდლოდ შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა - შპს პროგრეს სერვისი, შპს ლიტექსი - სერვისი, შპს ჯითი გრუპი GT GROUP. შპს აქვა გეომ 5 000 ბოთლი 0,5 ლიტრიანი წყალი გადმოგვცა უსასყიდლოდ. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება გაწია შეღავათიან ფასებში, შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, რეჟისორს, შემოქმედებით-საშემსრულებლო ჯგუფს ჰონორარი არ აუღია (მომღერლები, მგალობლები და ა.შ)“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.