"ოცნების" ყოფილი ლიდერი ხსნის, რა აჩვენა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე მისვლით
თინა ხიდაშელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ უმრავლესობასთან შეხვედრის მიზანი „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილების თავიდან აცილება იყო. მისი თქმით, ლილუაშვილის დაპატიმრებით ივანიშვილმა მმართველ გუნდს აჩვენა, რომ საჭიროების შემთხვევაში ციხეში ნებისმიერს გაუშვებს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტსაბჭოს წევრებთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ შიგნით შესაძლო განხეთქილების თავიდან აცილება იყო - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს. მისი შეფასებით, ივანიშვილი ცდილობდა დაემშვიდებინა მმართველი გუნდის ის წევრები, რომლებიც თავს ირაკლი ღარიბაშვილის მეგობრებად მიიჩნევენ. ხიდაშელის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული უკმაყოფილების კენჭისყრებზე ასახვა „ქართული ოცნებისთვის“ კატასტროფული იქნება, ივანიშვილი კი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც გუნდის ერთიანობის შენარჩუნება ჯერ კიდევ შეუძლია.
ყოფილი მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის დაპატიმრებით ივანიშვილმა მმართველ გუნდს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, აჩვენა, რომ საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაკისრებისგან არავის დაინდობს.
ეს იყო შეხვედრა იმისთვის, რომ დაემშვიდებინა ივანიშვილს პოლიტსაბჭოს წევრები და ყველაზე მთავარი, საპარლამენტო უმრავლესობაში, იმიტომ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც თავს ირაკლი ღარიბაშვილის მეგობრად თვლიან და მათ, რა თქმა უნდა, სჭირდებოდათ ივანიშვილისგან გზავნილები, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრნი არიან, დღეს "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდში რაიმე განხეთქილება, მათთვის კატასტროფა იქნება. დარმწუნებული ვარ, რომ მათ სხვა არაფერზე იქ არ ულაპარაკიათ. არ ვიცი პარტიას დატოვებენ თუ არა, მაგრამ თუ რაღაც უკმაყოფილება და ეს უკმაყოფილება შემდეგ კენჭისყრებში აისახება პარლამენტში, მათთვის კატასტროფა იქნება, ამიტომ, კი, ამ შეხვედრას ეს ამოცანა ჰქონდა.
ივანიშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია, საპარლამენტო უმრავლესობაში, შიგნით, ეს ხალხი დააკავოს და ზუსტად ამისთვის სჭირდებოდათ ამ სხდომაზე ბატონი ბიძინა.
ლილუაშვილის დაპატიმრება, სავარაუდოდ, მოხდა სწორედ იმის გამო, რომ ის ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირი იყო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ძალიან ახლობელი ივანიშვილისთვის და ყველაფერი, რაც მიდიოდა ყოფილ პრემიერამდე, რაც ივანიშვილამდე, მარტივად "პრავდება" თუ ეს ბრალდება ლილუაშვილს და ის არის მთავარი განტევების ვაცი. ლილუაშვილის დაპატიმრებამ ასევე აჩვენა, რომ თუ მან საჭიროდ ჩათვალა, აბსოლუტურად არავინ მისთვის წინაღობა არ არის და ნებისმიერს გაუშვებს ციხეში და ეს რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი მაგალითი კობახიძისთვის, - ამბობს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რო გუშინ 17 ოქტომბერს "ქართული ოცნების" პოლიტსაჭოს და უმრავლესობის სხდომები გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
სხდომის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და ყოფილ თანაგუნდელზე, მამუკა მდინარაძეზეც ისაუბრა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ივანიშვილს გული სტკივა და წუხს მისი გუნდის ყოფილი წევრების ციხეში ყოფნაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.