ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ფეიქრიშვილის თქმით, დაზიანებები ყიფიანმა, „კაწრომ“ და სხვებმა მიაყენეს – ადვოკატი

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში ფიზიკური დაზიანებები ვატო ყიფიანმა და სხვა პირებმა მიაყენეს, რის გამოც ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა.

დავით ფეიქრიშვილის თქმით, დაზიანებები ყიფიანმა, „კაწრომ“ და სხვებმა მიაყენეს – ადვოკატი
დავით ფეიქრიშვილის თქმით, დაზიანებები ყიფიანმა, „კაწრომ“ და სხვებმა მიაყენეს – ადვოკატინეტგაზეთი

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და „კაწრომ“.

ადვოკატის განცხადებითვე, დღეს როცა ციხეში დავით ფეიქრიშვილის მოსანახულებლად შევიდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ფიზიკური დაზიანებები მიიყენა.

„ვადასტურებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, ეს ფიზიკური დაზიანებები მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ, მისი განმარტებით და მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. აღნიშნული პიროვნებები 16 ოქტომბერს შეუსახლეს მას საკანში, ამის მერე მოხდა რაც მოხდა. 16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედებები, მიდის მასზე ფიზიკური ზეწოლები. […] მან ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები“, – თქვა ადვოკატმა „ფორმულასთან“.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ პატიმრები, რომლებიც ფეიქრიშვილის საკანში არიან შესახლებულები სარგებლობენ მობილური ტელეფონით და „პირდაპირ კავშირზე არიან დეპარტამენტის დირექტორთან“.

„დარეკვის შემდეგ მას [დავით ფეიქრიშვილს] მოიხსენიებენ, როგორც „ზაუტა“. მთელ პასუხისმგებლობას ორივე ძმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვაკისრებ პენიტენციურ დაწესებულებას, პენიტენციური დაწესებულების დირექტორს პატარიძეს, მე-8 საპყრობილის დირექტორს, მის მოადგილეებს, უსაფრთხოების უფროსს და რეჟიმის უფროსს“, – თქვა ადვოკატმა.

მან პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.

ადვოკატი ამბობს, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან აღნიშნულ პირებს კონკრეტული ინფორმაციის მიღება სურთ და სთხოვენ მობილურის კოდს.

„გოგა ფეიქრიშვილსაც მიყენებული აქვთ თვითდაზიანება, გუშინ მიიყენა – ვენები აქვს გადაჭრილი, რათა ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“, – თქვა ადვოკატმა.

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა 19 ოქტომბერს განაცხადა, დავით ფეიქრიშვილი ნაცემია. ძალადობაზე ცნობები პენიტენციურმა უარყო.

ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

შსს აცხადებდა, რომ დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, რის გამოც ორივე მათგანი დააკავეს.

რაც შეეხება მის ძმას, გიორგი ფეიქრიშვილს მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

ფეიქრიშვილებზე ახალი საქმე აღიძრა, ამჯერად მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვადასტურებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, ეს ფიზიკური დაზიანებები მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ, მისი განმარტებით და მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. აღნიშნული პიროვნებები 16 ოქტომბერს შეუსახლეს მას საკანში, ამის მერე მოხდა რაც მოხდა. 16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედებები, მიდის მასზე ფიზიკური ზეწოლები. […] მან ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები“
„დარეკვის შემდეგ მას [დავით ფეიქრიშვილს] მოიხსენიებენ, როგორც „ზაუტა“. მთელ პასუხისმგებლობას ორივე ძმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვაკისრებ პენიტენციურ დაწესებულებას, პენიტენციური დაწესებულების დირექტორს პატარიძეს, მე-8 საპყრობილის დირექტორს, მის მოადგილეებს, უსაფრთხოების უფროსს და რეჟიმის უფროსს“
„გოგა ფეიქრიშვილსაც მიყენებული აქვთ თვითდაზიანება, გუშინ მიიყენა – ვენები აქვს გადაჭრილი, რათა ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“
„პირდაპირ კავშირზე არიან დეპარტამენტის დირექტორთან“
პაატა გოგიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის არის ნაცემიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები