სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების ფაქტებზე სასამართლოებმა მორიგი გადაწყვეტილებები გამოიტანეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თანამდებობის პირების შეურაცხყოფისთვის მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი რამდენიმე პირი 1500-დან 3000 ლარამდე დააჯარიმა. შსს-მ სასამართლოებს რეაგირებისთვის 400-ზე მეტი მსგავსი საქმე გადაუგზავნა.
სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების ფაქტებზე სასამართლოებმა მორიგი გადაწყვეტილებები გამოიტანეს.
თანამდებობის პირების არაერთგზის შეურაცხყოფისთვის მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ერთ-ერთ მოქალაქეს 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული საქმეები კი რამდენიმე პირის შემთხვევაში 1500-დან 3000 ლარამდე ჯარიმითა და სიტყვიერი გაფრთხილებით დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა დეპარტამენტმა სასამართლოებს რეაგირებისთვის უკვე 400-ზე მეტი მსგავსი საქმე გადაუგზავნა.
ვრცლად იხილეთ რატი მეტრეველის სიუჟეტში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.