ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გვექნება საშუალება, აკადემიის ბაზაზე დავიწყოთ სტუდენტების მიღება, რომლებიც 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ სწავლას და კურსის დასრულების შემდეგ, საპოლიციო საქმის ბაკალავრის უმაღლესი საგანმანათლებლო დიპლომი ექნებათ - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციის აკადემიაში 3-წლიანი სრულად დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სტუდენტების მიღება დაიწყება და ისინი სწავლას 2027 წლის სექტემბრიდან შეუდგებიან.

"საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე" - პოლიციის აკადემიაში სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა. სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად აუცილებელ პრაქტიკულ მომზადებასაც გაივლიან. სწავლა სრულად დაფინანსდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აღნიშნავს, რომ 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ სწავლას პროგრამის მონაწილეები და კურსის დასრულების შემდეგ, საპოლიციო საქმის ბაკალავრის უმაღლესი საგანმანათლებლო დიპლომი ექნებათ.

"2018 წლის შემდეგ აკადემიას აღარ ჰქონდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილი და ის მხოლოდ პროფესიულ განათლებას აძლევდა მოქმედ პოლიციელებს, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ აკადემიის ბაზაზე დავიწყოთ ახალი სტუდენტების მიღება, რომლებიც 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ სწავლას და კურსის დასრულების შემდეგ მათ ექნებათ საპოლიციო საქმის ბაკალავრის უმაღლესი საგანმანათლებლო დიპლომი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს გვქონდა შეხვედრა რესურსცენტრის ხელმძღვანელებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით რესურსცენტრის ხელმძღვანელებს მივაწოდეთ ინფორმაცია ახალი საბაკალავრო პროგრამის შესახებ." - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“
„2018 წლის შემდეგ აკადემიას აღარ ჰქონდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილი და ის მხოლოდ პროფესიულ განათლებას აძლევდა მოქმედ პოლიციელებს, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ აკადემიის ბაზაზე დავიწყოთ ახალი სტუდენტების მიღება, რომლებიც 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ სწავლას და კურსის დასრულების შემდეგ მათ ექნებათ საპოლიციო საქმის ბაკალავრის უმაღლესი საგანმანათლებლო დიპლომი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს გვქონდა შეხვედრა რესურსცენტრის ხელმძღვანელებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით რესურსცენტრის ხელმძღვანელებს მივაწოდეთ ინფორმაცია ახალი საბაკალავრო პროგრამის შესახებ.“
ალექსანდრე დარახველიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოხუმის უნივერსიტეტის ახალი პროგრამა - წელს უნივერსიტეტმა 29 საბაკალავრო პროგრამაზე 1300-ზე მეტი პირველკურსელი მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები