როგორ მუშაობენ სამართალდამცველები და როგორ იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს - პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობას, აკადემიის სტუდენტები, უკვე ახალი საბაკალავრო პროგრამით შეისწავლიან
პოლიციის აკადემიაში ახალი, 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ იწყება, რომელზეც სწავლა სრულად დაფინანსდება. აკადემია სტუდენტების მიღებას 2027 წლიდან გეგმავს.
როგორ მუშაობენ სამართალდამცველები და როგორ იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს? - პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობას, აკადემიის სტუდენტები, უკვე ახალი საბაკალავრო პროგრამით შეისწავლიან.
"საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე" - ასე ჰქვია 3-წლიან პროგრამას, რომლის შესახებაც ცნობილი დღეს გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომავალი თანამშრომლები, აკადემიურთან ერთად, პრაქტიკულ მომზადებას გაივლიან. სწავლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. საბაკალავრო სწავლება, მხოლოდ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საპოლიციო საქმიანობაზეა ორიენტირებული. მსგავსი პროგრამა საქართველოში პირველად შეიქმნა.
სიახლე განათლების რეფორმის ფარგლებში წინ გადადგმული ნაბიჯია. პრეზენტაციას დღეს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უკვე ცნობილია, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც საპოლიციო საქმიანობა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მომავალ პროფესიად აქვთ არჩეული, სწავლა სრულად დაუფინანსდებათ.
სამწლიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება, საპოლიციო განათლების განვითარებას შეუწყობს ხელს. საბაკალავრო პროგრამის მთავარი მიზანი კვალიფიციური კადრების გადამზადებაა.
საბაკალავრო პროგრამით სწავლების მსურველებს, პოლიციის აკადემია 2027 წლიდან მიიღებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2შსს-ში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
- რუსთავი 2გვექნება საშუალება, აკადემიის ბაზაზე დავიწყოთ სტუდენტების მიღება, რომლებიც 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ სწავლას და კურსის დასრულების შემდეგ, საპოლიციო საქმის ბაკალავრის უმაღლესი საგანმანათლებლო დიპლომი ექნებათ - ალექსანდრე დარახველიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.